რეგისტრირებული ფაქტები80208
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1880
ტიპი: ღონისძიება
ილია ჭავჭავაძის, იონა მეუნარგიას და იაკობ გოგებაშვილის ინიციატივით, 1880-1881 წლებში საზოგადოების მმართველობა წიგნებითა და სასწავლო ნივთებით 56 სოფლის სკოლას დაეხმარა, ესენი იყო: ახალქალაქი, ბოდბისხევი, ვაქირი, გიორგიწმინდა, გურჯაანი, ენისელი, კავთისხევი, კაკაბეთი, კარდანახი, ყვარელი, მაღარო, მარტყოფი, მეჯვრისხევი, მეტეხი, მუხრანი, მირზაანი, ნაფარეული, ქვემო მაჩხაანი, ნორიო, პატარძეული, რუისპირი, ხოვლე, საგარეჯო, ხაშმი, შილდა, აკეთი, ალვანი, ამაშუკეთი, ამბროლაური, ასკანა, აცანა, ბაღდათი, ბაჯი, ბარი, ბასილეთი, ბუგეული, ველევი, ჯიხაიში, დიმი, კულაში, ორბელი, სუჯუნა, ტობანიერი და სხვ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს მარკოზ რიჟამაძე ქუთაისის მაზრის სოფელ სიმონეთის სკოლაში პედაგოგად მუშობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ „ქართული სამართლის წიგნისა“ და „როსტომიანის“ შეუფერხებლად გამოცემისთვის აუცილებელი იყო სისტემატური მუშაობა და საჭირო ხელნაწერები. ხელნაწერთა უვნებლად დაბრუნებაზე პასუხისმგებლობას საზოგადოების საბჭო საკუთარ თავზე იღებდა. წერილს ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განაცხადეს, რომ ვიღაც ვ. პაშუკაპისმა საზოგადოებას შეატყობინა, რომ მის ბიბლიოთეკაში მოიპოვებოდა: რუსთაველის პოემა „ჭაბუკი ვეფხის ტყავში“ გადაწერილი ვახუშტი ბატონიშვილის მიერ და ასევე სულხან-საბა ორბელიანის არაკები, გადაწერილი მღვდლის შვილის ჩაჩიკაშვილის მიერ, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში მიჰყიდდა საზოგადოებას. გამგეობამ ვ. პაშუკაპისს სთხოვა ხელნაწერები შესასწავლად გამოეგზავნა საზოგადოებისთვის.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სერგი კალანდაძე ქალაქ ოზურგეთის სოფელ ბასილეთის სკოლაში პედაგოგად მუშობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძე სოფელ კავთისხევის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილი სოფელ კაკაბეთის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განცხადება გააკეთა ალექსანდრე სარაჯიშვილმა საზოგადოების სასარგებლოდ დავით სარაჯიშვილის ნაანდერძევი მამულების გაყიდვის შესახებ. გამგეობამ ალექსანდრე სარაჯიშვილს სთხოვა მამულების შესახებ ინფორმაცია წერილობით გაეგზავა საზოგადოებისთვის.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების დამფუძნებელმა კრებამ აირჩია სარევიზიო კომისია შემდეგი შემადგენლობით: რაჟდენ ყარამანის ძე დათეშიძე, ალექსანდრე მიხეილის ძე კრინიცკი, რაჟდენ იოსების ძე კანდელაკი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე გადაწყვიტეს ლაიფციგში გამოფენისთვის გაეგზავნათ შემდეგი ნაბეჭდი წიგნები: ვახტანგისეული „სახარება“, საჩხერეში გამოცემული „სახარება“, ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანი“, „ბიბლია“ (მოსკოვის გამოცემა), „ქართული გაზეთი“ 1819 წლის და 1832 წლის (თითო ნომერი), „ცისკარი“ 1852 წლის გამოცემა, „იონა მიტროპოლიტისა და ტიმოთეს მოგზაურობა“, ჟურნალი „ივერია“, ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ 1863 წლის გამოცემა, ჟურნალი „საქართველოს სამოთხე“, ვახუშტის „ისტორია საქართველოსი“, მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“, ქართველიშვილის „ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძის თხზულებები გედევანიშვილის გამოცემა, პეტრე ეპისკოპოსის „კონდაკი“, „სახარება“ ლოსაბერიძის გამოცემა, ყაზბეგის თხზულებების კრებული, „ზღაპრები“ ქალების გამოცემა I და II ტომი. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს მღვდელი თეოფანე ლუკას ძე კალანდარიშვილი მუშაობდა მასწავლებლად სოფელ ძიმითის სკოლაში.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს რომანოზ ბესარიონის ძე გაგუა მასწავლებლად მუშაობდა ზუგდიდის მაზრის სოფელ წალენჯიხის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში.
1913
ტიპი: ავტორობა
მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელი იყო კვირაობით დილის ათი საათიდან შუადღის სამ საათამდე. განსაკუთრებულ შემთხვევებში მსურველებს მუზეუმის დათვალიერება სამუშაო დღეებშიც შეეძლოთ. ხელს აწერს იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913-1916 წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, წიგნების ან ხელნაწერების გატანა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამგეობის ნებართვით იყო შესაძლებელი. იმ წლებში იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი სამუზეუმო სექციის წევრი იყო.
1913
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით 1913-1916 წლებში საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკის წიგნსაცავში მუშაობის უფლება ჰქონდათ იმ პირებს, რომლებიც ლიტერატურასა და ისტორიას მეცნიერულად იკვლევდნენ. ასევე მათ, ვისაც იშვიათი ხელნაწერი სჭირდებოდა და საზოგადოების სხვა სამკითხველოებს არ ჰქონდათ. ამ წლებში იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი სამუზეუმო სექციის წევრი იყო.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სპირიდონ კვირკველია ლანჩხუთის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლიდან სტეფანე დავითის ძე გაგუა მარტვილის სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.