რეგისტრირებული ფაქტები92171
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მოსიძე ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნ. დიდებულიძემ გახსნა თბილისში პირველი კერძო პანსიონი ქალებისთვის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნ. დიდებულიძე თავის პანსიონსა და სასწავლებელში ქალებს საცხოვრებლად იღებდა და იმავდროულად საშუალო სასწავლებელში მისაღებადაც ამზადებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნოვომეისკი თელავში გაგზავნეს წმინდა ნინოს დედათა სასწავლებლის შენობის დასათვალიერებლად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სოფელ კულაშში ექიმი გინზბურგი დაბინავდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ლანჩხუთში მცხოვრებ ქალებს განათლებაზე ხელი აღარ მიუწვდებოდათ, რადგან მათი ყოფილი მასწავლებელი არსენ სიმონის ძე წითლიძე ვეღარ ახერხებდა ამ საქმიანობის გაგრძელებას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის სახელზე სტიპენდიის დაარსება გადაწყდა. ამ სტიპენდიით თბილისისა და ქუთაისის გიმნაზიების თითო სტუდენტისთვის სწავლა სრულად უნდა დაეფინანსებინათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით პედაგოგებს არსენ სიმონის ძე წითლიძეს, კირილე ლაზარეს ძე წილოსანს და ერმალოზ ლევანის ძე ჯაშს სთხოვდნენ კვირაში თითო საათი გამოეყოთ ლანჩხუთელი ქალებისთვის, რომლებიც განათლების გარეშე იყვნენ დარჩენილები.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 11 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კურაკინი მთავარმართებლის საგანგებო მინდობილობათა მეშვიდე ხარისხის მოხელედ დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ყარსის რკინიგზის მშენებლობის მიმდინარეობას ვურცელი ყოველკვირეულად ამოწმებდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 10 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ზაიკინი ქუთაისის ოლქის სასამართლოს წევრად დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ რუსულ ჟურნალ „ნივაში” რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის სურათები იყო დაბეჭდილი. ამავე ჟურნალში მათი ბიოგრაფიისა და ნიჭის შესახებ ვასილ ველიჩკო წერდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 სექტემბერს გამართულ ოზურგეთის შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების წევრთა კრებაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე საქმეები დიმიტრი ცეცხლაძეს შეესრულებინა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 სექტემბერს ოზურგეთის შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების წევრთა კრება გაიმართა. იმ კრებაზე ახლად არჩეულმა გამგეობის წევრებმა ძველი გამგეობის ქონება გადაიბარეს. კერძოდ, ქონება ჩაბარდა ყარამან მამულაიშვილს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 10 სექტემბერს საღინაშვილი თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი გახდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ნიკო მთვარელიშვილი, ანასტასია წერეთლისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 24-ე სხდომაზე წარადგინეს სენაკის სკოლის მასწავლებლების – ივლიანე გოგოლაშვილის, იასონ ნიკოლაიშვილისა და ლავრენტი აგლაძის – საჩივარი თავიანთი მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და განხილვა საჭიროდ არ ჩათვალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე წინარეხის სკოლის პედაგოგმა ეკატერინე რუსიეშვილმა გამგეობას ავადმყოფობის გამო ერთი თვით სამსახურიდან დათხოვა და წამლებისათვის შემწეობა სთხოვა. ნ. ცხვედაძემ გამგეობის სახელით პედაგოგის თხოვნა დააკმაყოფილა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. სხდომაზე წაიკითხეს ნიკოლოზ ჩუბინაშვილის წერილი, რომლითაც გამგეობას შეატყობინა, რომ თანახმაა დაბეჭდონ მამამისის დავით ჩუბინოვის ლექსიკონის 2000 ეგზემპლარი, ხოლო თავის სასარგებლოდ მხოლოდ 50 ეგზემპლარის გადაცემა მოითხოვა. საკითხზე მსჯელობა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო და იაკობ გოგებაშვილს დაავალა მოეხსენებინა საზოგადოებისთვის, თუ რა თანხა დასჭირდებოდა ლექსიკონის დაბეჭდვას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე მდივანმა დავით კარიჭაშვილმა გამგეობას მიმართა, რომ მადლობა გამოეცხადებინათ კავკავის სკოლის პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძისთვის, რომელიც დაესწრო თბილისში მასწავლებელთა საერთო კრებას და პედაგოგებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნო, ასევე მონაწილეობა მიიღო პედაგოგიური საკითხების გადაწყვეტაში. გამგეობამ ლ. ბოცვაძეს მადლობა გამოუცხადა.

