რეგისტრირებული ფაქტები88746
სორტირება თარიღი კლებადობით
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობის მისაღებად აირჩიეს გიორგი ივანეს ძე წულუკიძე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობის მისაღებად აირჩიეს ვლადიმერ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობის მისაღებად აირჩიეს ალექსანდრე გიორგის ძე ერისთავი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობისთვის როტმისტრი სოლომონ იოსების ძე აბდუშელიშვილი აირჩიეს.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობის მისაღებად აირჩიეს პოლკოვნიკი ფარნაოზ დავითის ძე მხეიძე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობის მისაღებად აირჩიეს ქუთაისის გუბერნიისა თავად-აზნაურთა ყოფილი წინამძღოლი გიორგი თეიმურაზის ძე აგიაშვილი, რომელმაც რუსეთის იმპერატორის კორონაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობის მისაღებად აირჩიეს პოდპოლკოვნიკი გიორგი ბესარიონის ძე მიქელაძე, რომელმაც იმპერატორის კორონაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობის მისაღებად აირჩიეს მომრიგებელი შუამავალი მერაბ გიორგის ძე ლორთქიფანიძე, რომელმაც იმპერატორის კორონაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წლის 12 დეკემბრიდან პედაგოგი სილოვან ხუნდაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ოლივერ უორდროპის მეგობარ ვოგან ვილიამსს უმასპინძლა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 27 ნოემბერს ვენის აკადემიის წევრი, პროფესორი ჰუგო შუხარდტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უგზავნის ქართულ ენაზე დაწერილ მადლობის წერილს და ატყობინებს ქართული წიგნების გერმანულ ენაზე გამოცემის შესაძლებლობის შესახებ.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 27 ნოემბერს ვენის აკადემიის წევრ ჰუგო შუხარდტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა. მას აინტერესებდა, იყო თუ არა გორის კათოლიკურ ეკლესიაში იტალიელი მისიონერის, ჯიროლამო დე ნორიჩის (Girolamo de Norici) მიერ იტალიურ ენაზე შედგენილი ქართული ენის გრამატიკა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 27 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მიიღო გრაცის უნივერსიტეტის პროფესორ ჰუგო შუხჰარდტი სამადლობელი წერილი გაგზავნილი წიგნებისა და გაზეთებისთვის.

