საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს საინგილოს ქართული სკოლის გამგემ, გიორგი ჭუმბურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელი წიგნები სთხოვა. გამგეობამ საინგილოს ქართულ სკოლებს უფასოდ გადასცა „დედა ენის“ პირველი ნაწილი – 150 ცალი, მეორე ნაწილი – 100, „აკიდო“ – 60, ანგარიშის წიგნი – 20 და რვეული – 100 ცალი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს მსახიობ კოტე ყიფიანის ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის შესახებ. პრეზიდიუმის განკარგულებით, განსვენებულის ნეშტი უნდა დაეკრძალათ პანთეონში, ასევე გადაედოთ თანხა ყვავილების შესაძენად. გამგეობამ დაადასტურა პრეზიდიუმის განკარგულება და გვირგვინის შესაძენად 50 000 მანეთი გადადო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს წიგნების გადაფასების საკითხზე. გამგეობის გადაწყვეტილებით წიგნების გადაფასება პრეზიდიუმის საქმე იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების თითოეული მოსამსახურე პირისთვის 10000 მანეთის გადახდის საკითხი. გამგეობამ დაადგინა, მიეცა თითოეული მოსამსახურისათვის 10000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების საპატიო თავმჯდომარის გ. ნ. ყაზბეგის სტამბულში გარდაცვალების ამბავი და მისი ხსოვნისთვის პატივის მიგება გადაწყვიტეს. კერძოდ დაადგინეს, გადაეხადათ განსვენებულის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი კვირას, 25 აპრილს, დღის პირველ საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში. ასევე გადაწყვიტეს, როცა შესაძლებლობა იქნებოდა, ნეშტის სტამბულიდან თბილისში გადმოესვენებინათ და პანთეონში დაეკრძალათ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 22 აპრილის ოქმიდან ირკვევა, რომ სტამბულში გარდაიცვალა საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, თ. კიკვაძე, ნ. ნაკაშიძე, მ. კაკაბაძე, ქრ. შარაშიძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 აპრილს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის კომისარიატმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ოლღა ჭავჭავაძის სურსათით უზრუნველსაყოფად ყოველთვიურად 30 000 მანეთი გამოუყო. დოკუმენტს ხელს ი. ანთაძე აწერდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის განცხადება გაყიდული წიგნების ანგარიშის წარმოების შესახებ. კიკვაძის აზრით, ანგარიშის წარმოება მაღაზიაშივე უნდა მომხდარიყო. გამგეობა დაეთანხმა მის წინადადებას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა ბათუმის სკოლის თბილისის თვითმართველობის გამგეობაში გადაცემას. გამგეობამ გადაწყვიტა ვექილობის ქაღალდის გაგზავნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სხდომაზე დავით კლდიაშვილმა სთხოვა 15 000 მანეთი თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ შივოშვილის თხოვნა მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისთვის მატერიალური დახმარების თაობაზე. პრეზიდიუმი 10 000 მანეთს დაჰპირდა და შივოშვილი ამ გადაწყვეტილების დადასტურებას ითხოვდა გამგეობისგან. გამგეობამ დაადგინა, მიეცა შივოშვილისთვის 10 000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის ბიბლიოთეკის საკითხი. იმ დროისთვის ბიბლიოთეკა სახალხო უნივერსიტეტში იყო გადატანილი. გამგეობამ დაადგინა, რომ ბიბლიოთეკა დარჩენილიყო სახალხო უნივერსიტეტის განკარგულებაში, ვიდრე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება არ მოითხოვდა მის დაბრუნებას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ავადმყოფობის გამო ერთთვიან შვებულებაში გასული მაღაზიის ნოქარი მიხეილ დევაძე სთხოვს დახმარებას. პრეზიდიუმმა მოსთხოვა ნოქარს სათანადო მოწმობის წარდგენა. გამგეობამ დაადგინა, მიეცა დევაძისთვის მაისის ჯამაგირი ავანსად და 7000 მანეთი დახმარების სახით.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი და თევდორე კიკვაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 აპრილს ნოე ხომერიკი საქართველოს მთავრობას უგზავნის წერილს კონსტანტინეპოლიდან (სტამბული), რომ მათ მიერ დაარსებულმა კომისიამ დაიწყო მუშაობა და ახლა აუცილებელია ოსმალეთთან (თურქეთი) მოლაპარაკება იმისათვის, რომ მათ უფლება მისცენ, საქართველოს საზღვრებთან ააშენონ ბაზა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ვასილ ბარნოვმა გარკვეულითანხა ითხოვა თავისი ჰონორარიდან. გამგეობამ მას უარი უთხრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ია კარგარეთელმა თავისი ჰონორარიდან 50 000 მანეთი ითხოვა. გამგეობამ დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადობის მიერ გამოცემულ წიგნებზე ფასების მომატების საკითხი. გამგეობამ პრეზიდიუმის მიერ წარდგენილი გადაფასების გეგმა დაამტკიცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს კრების ჩასატარებლად ახალი დღის შერჩევის შესახებ. განჩინების თანახმად, ნაცვლად სამშაბათისა მორიგი სხდომის დღედ შეირჩა პარასკევი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ წიგნსაცავიდან ჟურნალ-გაზეთების კომპლექტებით სარგებლობის ნებართვა ითხოვა. გამგეობამ ნება დართო, ესარგებლა წიგნსაცავით დადგენილი წესების გათვალისწინებით.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის გამგე ლავრენტი სანაძის თხოვნა ჯამაგირის მომატების თაობაზე. გამგეობამ მას უარი უთხრა, რადგან მთავრობის განკარგულებამდე დაუშვებელი იყო ხელფასის მომატება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრენენ ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 აპრილს ნოე ხომერიკმა ევგენი გეგეჭკორს მისწერა რევკომის მიერ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. ის წერილს თან ურთავს ხელშეკრულების ტექსტს და რაიკომის დადგენილებას მისი გაუქმების შესახებ. ასევე ატყობინებს, თუ რა მოხდა გემზე, რომელიც 30 მარტს იტალიიდან საქართველოსკენ წამოვიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის წინადადება მაღაზიაში გაყიდული წიგნებიდან ყოველთვიური სახარჯო ფულის გადადების თაობაზე. გამგეობამ ყოველთვიურად 10 000 მანეთის გადადება გადაწყვიტა.