საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89170

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ზაალიშვილმა სამეურნეო საზოგადოებას მოსთხოვა, მისი წიგნი ფუტკრის მოვლა-მოშენების შესახებ ან დაებეჭდათ, ან უკან დაებრუნებინათ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ბიკოვი მცირეწლოვან დამნაშავეთა დამხმარე საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ბათუმში გამოდიოდა რუსული გაზეთი „ჩერნომორსკი ვესტნიკი“, რომლის რედაქტორი იყო გრიგოლ პალმი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ბათუმის მოურავი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მცირეწლოვან დამნაშავეთა დამხმარე საზოგადოების თავმჯდომარე ბიკოვმა ქალაქისთავის მოადგილე ა. ა. ივანენკოს სთხოვა, გამგეობა ოქროყანაში მცირეწლოვან დამნაშავეთა თავშესაფრის მშენებლობაში დახმარებოდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე გეურქ არუთინოვის დუქანში ტრიქინიანი ღორის ხორცი აღმოაჩინეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გიორგი ზურაბის ძე სოსიანცი ფოსტის თანამშრომელი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გრიგოლ მანთაშოვმა ნავთობის საწარმოებლად ნატანებში იჯარით აიღო ადგილები.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს პრინცი ალექსანდრე პეტრეს ძე ოლდენბურგი ნატანებთან ახლოს აღმოჩენილი საბადოდან ნავთს აწარმოებდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე თბილისის გუბერნატორი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს მიხეილ იროდიონის ძე ნანობაშვილმა მეორე კლასიკური გიმნაზია დაამთავრა და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხული მიხეილ იროდიონის ძე ნანობაშვილი კონსერვატორიაში მივიდა გასაუბრებაზე და ხმით ისე მოხიბლა პედაგოგები, რომ სახელმწიფო დაფინანსებით მიიღეს სასწავლებელში.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში გამოქვეყნდა შიო მღვიმელის ლექსი „ქარო, დაჭრილი ლომივით“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში დავით კლდიაშვილის მოთხრობა „წრფელი გული“ გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს პოდპოლკოვნიკი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი ჩერნომორსკის გუბერნატორის მოადგილეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მზრუნველი იყო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში დაიბეჭდა ივანე მაჭავარიანის მიერ თარგმნილი ერკმან-შატრიანის მოთხრობის „გლეხი კაცის ისტორია“ პირველი ნაწილი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ალექსანდრე სლოვინსკი გორის საოსტატო სემინარიის დირექტორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს პოლევსკი გორის საოსტატო სემინარიის პედაგოგი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წლის ზაფხულში გორის სემინარიის 12 მოსწავლე მასწავლებელ პოლევსკის ხელმძღვანელობით ფერმის დასათვალიერებლად და რამდენიმე საგნის შესასწავლად წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში გაგზავნეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში ელ. მამულაშვილის მიერ თარგმნილი მოთხრობა „დედა“ გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში ივანე ბუქურაულის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“ გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში ივანოვიჩის წერილი „უმამულოდ დატოვება ხაზინებისა“ გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ამირაღოვს დუშეთში ქსოვილების მაღაზია ჰქონდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში გამოქვეყნდა ი. ჩარექაშვილის სტატია „საერო განათლება ქუთაისის გუბერნიაში 1894 წ.“.