რეგისტრირებული ფაქტები80102
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების 1-ლი ოქტმბრიდან 26 ოქტომბრამდე მიღებული შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომაზე კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ახალ წევრებად დაამტკიცეს: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, ხოლო ხსენებულ პირთაგან კომიტეტს თავმჯდომარედ არჩეული ჰყავდა იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ხაზინადრად – იოსებ შვილევი და მდივნად – პართენ გოთუა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე კონსტანტინე დავითის ძე მაღალაშვილმა განაცხადა, რომ სკოლებში სამეურნეო განყოფილებები უნდა დაეარსებინათ, რათა სკოლები ხალხის სამსახურში ყოფილიყო და მათი საქმიანობა უფრო ნაყოფიერი გამხდარიყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ მუზეუმები უყურადღებოდ იყო მიტოვებული. მისი აზრით, მუზეუმების მდგომარეობა უნდა შეესწავლათ და ყურადღება მიექციათ იქ დაცული ნივთებისთვის, რათა არ დაკარგულიყო და არ გაენადგურებინათ ისინი.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ს. ვახვახოვმა, რომ მისი თავდებით სოფელ შილდაში საკომისიოდ გაეგზავნათ წიგნები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა და 10 თუმნის ღირებულების წიგნები გააგზავნა სოფელში.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სამსონ ყიფიანმა, რომ მიეწერათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის დახმარებოდნენ მას იმ ვალის დაფარვაში, რომელიც სკოლის ასაშენებლად დაიხარჯა. გამგეობამ განაცხადა, რომ საკითხის განხილვას დაიწყებდნენ მას შემდეგ რაც სენაკისა და ქუთაისის სამზრუნველო აირჩევდა ახალ თავმჯდომარეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ლეჩხუმში საზოგადოების აგენტად უნდა აერჩიათ მიხეილ მოსეს ძე მღვდლიშვილი, ხოლო ოდესაში ხარლამპ პეტრეს ძე ღლონტი. გამგეობამ ხსენებულ პიროვნებებს თხოვნის წერილი გაუგზავნა საზოგადოების აგენტობის შესახებ.
1907
ტიპი: თანამდებობა
სატიტულო ფურცელი იუწყება, რომ დიმიტრი ივანეს ძე ერმაკოვი არის მისი უდიდებულესობა სპარსეთის შაჰის კარის ფოტოგრაფი, რომელსაც გამოფენებზე 36 უმაღლესი ჯილდო აქვს მიღებული რუსეთსა და უცხოეთში; ფოტოგრაფის ბინისა და სურათების მთავარი გამოფენის მისამართი იყო: თბილისში – გოლოვინზე, წმ. გიორგის ეკლესიასთან, ხოლო კისლოვოდსკში – გალერეა „ნარზანში", მთელი სეზონის განმავლობაში.
1907
ტიპი: ღონისძიება
ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვის 1907 წლის 2 ნოემბრის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნაწილ-ნაწილ გადაიხადა გაწეული მომსახურების ღირებულება – 121 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ვოლსკიმ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ბათუმის სკოლის კომიტეტს სურდა მეორე მასწავლებლისთვის აეშენებინა სახლი, რომლის საფასური 1700 მანეთს შეადგენდა, ასევე პედაგოგებისთვის მოემატებინა ხელფასი. თანხის დაფარვას კი გამგეობას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მისგან სესხად აიღებდნენ 1700 მანეთს. გამგეობამ განაცხადა, რომ სკოლის ეზოში ორი სახლობის ცხოვრება მისაღები არ იყო, რადგან დროთა განმავლობაში პრობლემები შეიქმნებოდა, რაც შეეხება ხელფასების მატებას: უსახსრობის გამო გამგეობამ სკოლის სამზრუნელოს დაავალა წყაროს მოძიება.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ნატალია ფარნაოზის ასული ჟორდანია ვერის სამოქალაქო პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 14 ივნისს კახის მოსახლე ნიკოლოზ ზაქარიას ძე ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწავლის გასაგრძელებლად სარაჯიშვილის ან ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ალისუბნის სკოლის სამკითხველოს 5 მანეთის ქართულენოვანი წიგნები უსასყიდლოდ გადასცა.