რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 ნოემბერს სახალხო სახლში გიორგი ილიას ძე ჩუბინაშვილის თაოსნობით წარმოდგენა გაიმართა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის იანვარში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ თანამშრომელი ვასილ კირვალიძე ავად იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 იანვარს ნოქართა კლუბში იოსებ ჟივიძის რეჟისორობით „ხანუმა“ უნდა წარმოედგინათ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 16 დეკემბერს თბილისის საბჭომ კენჭი უყარა ქალაქის მოურავობის კანდიდატებს ალექსანდრე არღუთინსკი- დოლგორუკოვსა და ქრისტეფორე ვერმიშევს. პირველმა მიიღო 57 თეთრი და 21 შავი, მეორემ – 32 თეთრი და 46 შავი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 15 დეკემბერს სათავადაზნაურო ბანკის შენობაში გაიმართა ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე იოსების ძე ყიფიანი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 15 დეკემბერს გაიმართა სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე ფარმაცევტთა ამხანაგობის კრება გიორგი ვაწაძის თავმჯდომარეობით.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის დეკემბერში ჰეინემ და ფერდინანდ ოტენმა ფარმაცევტთა ბიუროში შეიტანეს განცხადება, რომელშიც ფარმაცევტთა საზოგადოების კრების თავმჯდომარედ ბახჩიევის არჩევას აპროტესტებდნენ. ბიურომ მათი საჩივარი განიხილა და არჩევანი უკანონოდ სცნო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ბორჯომის სახელოსნო სკოლის გამგე კომიტეტმა პობედიმოვი დირექტორად აირჩია და სამოსწავლო ოლქის მზრუნველს დასამტკიცებლად წარუდგინა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 1-ელ დეკემბერს ბათუმში ქალაქის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები ჩატარდა, რომელზეც ს. ლ. ქუთათელაძე, მ. მ. ნაკაშიძე და ივანე დავითის ძე კაკაბაძე აირჩიეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 1-ელ დეკემბერს ბათუმში გამართულ ქალაქის საბჭოს ხმოსნთა არჩევნებზე მ. ს. ბარკალაია, მ. ს. ბეთანოვი, თ. ვ. ჯაყელი და სამსონ სპირიდონის ძე ელიაშვილი აირჩიეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 1-ელ დეკემბერს ბათუმში გამართულ ქალაქის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ხმოსნებად აირჩიეს ლეონიდე სიმონის ძე ქიქოძე, ომარ აღა-აში-ოღლი და ტ. პ. ტრიანტაფილიდისი აირჩიეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 1-ელ დეკემბერს ბათუმში ქალაქის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები ჩატარდა, რომელზეც ი. მ. ხითაროვი, ა. ს. ჩილინგარიანი და რეჯებ შაშიკ-ოღლი აირჩიეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის ქალაქის საბჭომ სამხედრო საბეგრო საკრებულოს წევრებად ალექსანდრე დავითის ძე სურენიანცი და გაბრიელ თამამშევი აირჩია.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქის სამხედრო საბეგრო საკრებულოს წევრებად აირჩიეს ალექსანდრე დავითის ძე სურენიანცი და გაბრიელ თამამშევი წევრებად აირჩიეს, კანდიდატებად კი – ტ. ს. ფეფელოვი და ბ. ს. ესაძე .
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქის სამხედრო საბეგრო საკრებულოში სარევიზიო კომისიის წევრებად ი. ა. ბარათაშვილი, ი. მ. დოლუხანოვი, რ. ა. იოანესიანი, პ.ი. კოჟინი და ლ. თ. ტიგრანოვი აირჩიეს.