საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80080

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრობის კანდიდატები იყვნენ: გიორგი ბესარიონის ძე ბარათაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი და ივანე ივანეს ძე ფიცხელაური.

1908

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ზაკავკაზიეს“ წარმომადგენელმა 1908 წლის 31 აგვისტოს კრებას აუწყა, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი დეპეშით იტყობინებოდა ილიას ფონდისთვის 100 მანეთის შეწირვის შესახებ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 15 ივნისის კრების ბოლოს სიმონ ოცხელმა განაცხადა, რომ საჭირო იყო ილიას ძეგლის დადგმა, რომლის მოდელის შეფასება სპეციალისტებისთვის უნდა მიენდოთ, ფულზე ზრუნვა კი დაუყოვნებლივ უნდა დაეწყოთ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ვალერიან გუნიამ განაცხადა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უნდა ეზრუნა, რათა რაიმე ნიშანი დადგმულიყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას – საამისოდ თუნდაც ახლომდებარე წყაროს გამოყვანა და მოწყობაც ივარგებდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ერევნის მოედანზე ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის ნებართვის საკითხი. ფილიპე გოგიჩაიშვილი, ილია ზურაბიშვილი და ბ. ნანობაშვილი მიიჩნევდნენ, რომ მთავრობასთან ამ საქმეს თავადაზნაურობაზე უკეთ ვერავინ მოაგვარებდა. სამსონ ფირცხალავას, კიტა აბაშიძისა და პეტრე სურგულაძის აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება საკითხს წოდებრივ ხასიათს შესძენდა, რაც დაუშვებელი იყო. კრების გადაწყვეტილებით, მთავრობისგან ილიას ძეგლის მოედანზე დადგმის ნებართვის აღება საზოგადოების გამგეობას დაევალა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მმართველი იოსებ ოცხელი ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებს, რომ პედაგოგიური საბჭოს 29 სექტემბრის სხდომის დადგენილებით ილია ჭავჭავაძის ფონდს გადაეცემა 400 მანეთი, რომელიც შეგროვდა თითოეული მასწავლებლის წლიური ჯამაგირიდან გადადებული 1%-ით. ხელს აწერენ: გამგე იოსებ ოცხელი და საქმისმწარმოებლის მაგივრად იონა კობახიძე.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე მ. ლობჟანიძემ ამხანაგობა „საეროს“ სახელით განაცხადა, რომ უსათუოდ შეეწეოდნენ ილია ჭავჭავაძის ძეგლის აგების საქმეს – თანხის რაოდენობას უახლოეს დღეებში დანიშნულ კრებაზე განსაზღვრავდნენ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე კიტა აბაშიძემ მოითხოვა საყვედური გამოეცხადებინათ საადგილმამულო ბანკისთვის, რადგან ილია ჭავჭავაძის შემწეობით დაარსებული დაწესებულება არაფერს იხდიდა მწერლის ფონდის გასაძლიერებლად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს გაზეთ „ისრის“ რედაქციამ თინათინ ფორაქიშვილისგან მიიღო 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის სიღნაღის მაზრის სოფელ კარდენახში გამართული საღამოდან შემოსული თანხა – 50 მანეთი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 30 სექტემბერს მასწავლებელმა ვარლამ გელოვანმა ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის ცაგერში გამართული წარმოდგენიდან შემოსული 20 მანეთი გაზეთ „ისრის“ რედაქციას გაუგზავნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას მიმართა, რომ დაებეჭდათ ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობები. გამგეობამ ეკატერინე გაბაშვილს სთხოვა საზოგადოებისთვის წარმოედგინა მოთხრობები და ასევე ეცნობებინა, რა პირობით დაუთმობდა მათ გამგეობას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ თავადაზნაურთა კომისიამ გამგეობას დაუთმო ოთხი ნომერი ქარვასლაში, თითო ნომერი თვეში 14 თუმნად. გამგეობამ დავით კარიჭაშვილსა და ნიკოლოზ ცხვედაძეს დაავალა მოლაპარაკებოდნენ თავადაზნაურთა კომისიას ქირის ფასის დაკლებაზე, უარის შემთხვევაში კი ექირავებინათ ფართი შემოთავაზებულ ფასად.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ალექსანდრე ჭყონიამ, რომ უნდა აერჩიათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ახალი წევრები. გამგეობამ კრება მომდევნო სხდომისთვის დანიშნა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სამსონ ყიფიანმა, რომ მიეწერათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის, დახმარებოდნენ მას იმ ვალის დაფარვაში, რომელიც სკოლის ასაშენებლად დაიხარჯა. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა გიორგი ყაზბეგის მოხსენება, რომ 21 ნოემბრის სხდომაზე გიმნაზიის კომიტეტმა დაადგინა, წერა-კითხვის საზოგადოებასა და საისტორიო საზოგადოებას მუზეუმისა და ბიბლიოთეკის მოსათავსებლად დროებით გადასცემოდა ქართული გიმნაზიის ზედა სართულის ნახევარი და ქვედა სართულის ორი ოთახი. აღნიშნული ადგილის მოვლა წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობას და საისტორიო საზოგადოების საბჭოს დაევალა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში ბლაღოჩინმა იმერლიშვილმა ილიას ფონდისთვის ვლადივოსტოკიდან 100 მანეთი გაუგზავნა გაზეთ „ისრის“ რედაქციას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სოლომონ დოლიძემ წარმოადგინა ყულაბა, საიდანაც გამგეობამ ამოიღო 24 მანეთი და 24 კაპიკი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გაიმართა, რომელიც საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა გახსნა პირველის ოც წუთზე. კრებას დაესწრო 120 წევრი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის 1913 წლის წლიური ანგარიში განიხილეს. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარის წინადადებით, პატივი მიაგეს საზოგადოების წევრის ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილის ხსოვნას. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გ. ცინცაძემ განაცხადა, რომ 1910 წელს დაარსდა გერგეთის სკოლა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შემდეგი კრება დანიშნეს 16 ნოემბერს, კვირა დღეს, ახალი კლუბის დარბაზში დილის 11 საათზე. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია და იაკობ გოგებაშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია და იაკობ გოგებაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების 1-ლი სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე მიღებული შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება დაიხურა 4 საათსა და 20 წუთზე. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.