რეგისტრირებული ფაქტები91435
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1933
ტიპი: გარდაცვალება
სხვადასხვა წყაროებით ალექსანდრე გედევანიშვილი გარდაიცვალა 1933 ან 1937 წელს. დეტალები უცნობია.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტის შემდეგ ალექსანდრე გედევანიშვილი საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში მუშაობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ალექსანდრე გედევანიშვილი საქართველოში დარჩა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920-1921 წლებში ალექსანდრე გედევანიშვილი რესპუბლიკის თავდაცვისა და სამხედრო საბჭოების წევრი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-1921 წლებში ალექსანდრე გედევანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასა და რეორგანიზაციაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ივლისი – 1919 წლის აპრილის პერიოდში ალექსანდრე გედევანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში ალექსანდრე გედევანიშვილი უწყვეტად იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილე (ამხანაგი) სამწყობრო-ოპერატიულ დარგში.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918 წლის ივნისიდან, ალექსანდრე გედევანიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარულ ჯარში მსახურობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე გედევანიშვილი 1915 წელს ვლადიმირის III ხარისხის მახვილებით დააჯილდოვეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე გედევანიშვილი 1914 წელს ვლადიმირის IV ხარისხის მახვილებითა და ბაფთით დააჯილდოვეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე გედევანიშვილი 1912 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე გედევანიშვილი 1910 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს, ოსმალების სამხედრო ექსპანსიის დროს, ალექსანდრე გედევანიშვილი ტყვედ ჩავარდა გენერალ მდივანთან ერთად, თუმცა, მალევე გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის დასაწყისში ალექსანდრე გედევანიშვილი ქალაქ ბათუმის რაიონისა და ციხე-სიმაგრის კომენდანტი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 21 დეკემბერს ალექსანდრე გედევანიშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.
1914
ტიპი: თანამდებობა
I მსოფლიო ომის მსვლელობისას ალექსანდრე გედევანიშვილი კავკასიის მე-2 მსროლელი დივიზიის 203-ე სოხუმის ქვეით პოლკს მეთაურობდა.

