საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87112

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1912 წლის პირველიდან 1913 წლის პირველ ნოემბრამდე ჩატარებული აღრიცხვის დროს წიგნების კატალოგში 1865 ნომერი შეიტანა (72 ხელნაწერი, 207 ქართული წიგნი და 1586 – უცხოური), სამუზეუმო კატალოგში – 995.

1916

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი იოსების ძე ძიძიგურს სამოსწავლო სემინარიის ორი კლასი ჰქონდა დამთავრებული.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლამდე, სანამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლის პედაგოგი გახდებოდა, ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური საწულუკიძეოს ორკლასიან სკოლაში ასწავლიდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლა გაიხსნა. სკოლა 800 მანეთად ღირებულ საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული, რომელიც 5 ოთახისგან შედგებოდა (ერთი დიდი საკლასო და 4 პატარა ოთახი). 1916 წელს პედაგოგი ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური ამ სკოლის შენობაშივე ცხოვრობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გერგეთის სკოლაზე, რომლის მასწავლებელი იყო ისიდორე ტატიშვილი, 714. 98 მანეთი დახარჯა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლა (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) სკოლების მეთვალყურემ, გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ დაათვალიერა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლის მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი სავალდებულო საგნებთან ერთად, დამატებით ყველა კლასს, ასწავლიდა გალობას, ხოლო მეორე კლასს ბუნების მეტყველებასა და სამშობლოს ისტორიასაც.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლამ, რომლის მასწავლებელი იყო ისიდორე ტატიშვილი, 10 მანეთად 40 ცალი საკითხავი წიგნი შეიძინა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 5 ნოემბრის მოხსენებაში დავით კარიჭაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოების წიგნსაცავისა და მუზეუმის მმართველად დანიშვნისთანავე დაიწყო წიგნებისა და სამუზეუმო ნივთების აღრიცხვა. მანამდე წიგნსაცავს ჰქონდა კატალოგი, მაგრამ შესატანი იყო ბევრი წიგნი, სამუზეუმო ნივთებს კი – საერთოდ არ ჰქონდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 5 ნოემბერს დავით კარიჭაშვილმა წაგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გააკეთა მოხსენება და აღნიშნა, რომ პირველ ნოემბერს შესრულდა ერთი წელი, რაც საზოგადოების წიგნსაცავისა და მუზეუმის მართვა დაევალა და მოსამსახურე პირთა შტატი დაწესდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მდივნად ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე აირჩიეს.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე თავმჯდომარედ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი აირჩიეს, ხოლო საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა დაიკავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა დავით კარიჭაშვილს ოცდაექვსწლიანი დაუღალავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე, რომელიც გიორგი ყაზბეგმა გახსნა, პატივი მიაგეს არსენ მამულაიშვილისა და ნიკო ჯანაშიას ხსოვნას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრება გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა გახსნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრო საზოგადოების 32 რწმუნებული და მისი საპატიო წევრი ანასტასია წერეთლისა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მინადორა ტოროშელიძის თანხმობის საფუძველზე სარევიზიო კომისიისა და გამგეობის წევრები აირჩიეს. ფაქტი ხელმოწერით დავით კარიჭაშვილმა დაადასტურა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მალაქია ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრებად გიორგი მაჭავარიანისა და ესტატე ავალიშვილის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად თევდორე კიკვაძისა და კალენიკე ნინიძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გ. ბარკლიანცი ქალაქ ბათუმის არქიტექტორი იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ბათუმის სამმართველომ არქიტექტორ შაპიროს დაავალა, ბათუმის სკოლის საკლასო ოთახები 1903 წლის პირველი ოქტომბრისთვის დაესრულებინა, სხვა სამუშაოები კი – 1904 წლის იანვრისთვის. ხარჯთაღრიცხვა გადასახდელად ქალაქის არქიტექტორისთვის უნდა გადაეცათ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის აგვისტოს ჩატარებულ სხდომაზე პოდპოლკოვნიკმა პომორსკიმ გააკეთა განცხადება, რომ არ დალოდებოდნენ სუკოიანის პასუხს და დაეწყოთ სკოლის მშენებლობა ბათუმში.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის აგვისტოს ჩატარებულ სხდომაზე ბათუმის თავმა ანდრონიკაშვილმა დააყენა საკითხი ბათუმის ქალთა გიმნაზიის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ, რასაც პრობლემა შეუქმნა სკოლისათვის გამოყოფილი ნაკვეთის ერთი მეპატრონის გარდაცვალებამ, რომელიც თანახმა იყო მიწის გადაცემაზე, ხოლო მეორე ძმა უარს აცხადებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის აგვისტოში ბათუმში ჩატარებულ სხდომას ესწრებოდნენ ქალაქისთავი ივანე ანდრონიკაშვილი და ბათუმის სამმართველოს წევრები.

1911

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების 1911 წლის ანგარიშის მიხედვით, დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის სტიპენდია გაუქმდა, ამიტომ კავკავის განყოფილებამ დააარსა მეორე სტიპენდია. ამ სტიპენდიით სარგებლობდა ქართული სკოლის ყოფილი მოსწავლე დავით ღუდუშაური.