საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88531

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ეკ. ზ. ბროძელისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს შესწირა წიგნები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს წიგნები შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ოღბაიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს შესწირა წიგნები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსცავს ელისაბედ ნიკოლოზის ასულმა ყაზბეგმა, მ. დ. ჯავარიშვილისამ, გრიგოლ ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილმა, დავით ადამის ძე დოდაშვილმა და ვასილ ბარნოვმა შესწირეს ძველი სიგელ-გუჯრები, ფული, პორტრეტები, არქეოლოგიური ნივთები და სხვ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს პეტრე მირიანაშვილმა, მიხეილ საბინინმა, ბარბარე ფურცელაძისამ, ივანე მაჭავარიანმა და კიტა აბაშიძემ შესწირეს ძველი სიგელ-გუჯრები, ფული, პორტრეტები, არქეოლოგიური ნივთები და სხვ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსცავს თედო რაზიკაშვილმა, ალექსანდრე თარხან-მოურავმა, ტარას მომცელიძემ, ს. დალაქიშვილმა, იასონ ციციშვილმა და მიხეილ ზედგინიძემ შესწირეს ძველი სიგელ-გუჯრები, ფული, პორტრეტები, არქეოლოგიური ნივთები და სხვ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბაგრატიონ-დავითაშვილისამ წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც აღმოჩნდა 1 მან. 15 კაპ.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის ტუაფსეს განყოფილების მოქმედების ანგარიშის მიხედვით, განყოფილების წევრი ირაკლი წულაძე გარდაიცვალა.

1886

ტიპი: განათლება

1886-1887 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის I განყოფილებაში ირიცხებოდნენ: ალექსანდრე კოვალიოვი, იოსებ მოდებაძე, ისიდორე ცომაია, გიორგი კურდღელაშვილი, მელიტონ აფშილავა.

1887

ტიპი: ავტორობა

ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის 1887 წლის 7 ივნისის მოხსენების მიხედვით, ბათუმის სკოლაში სექტემბრიდან მოლა უნდა მიეწვიათ. მისი ხელფასი თვეში ოც მანეთზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის პირველ იანვარს ქობულეთის საზოგადოების წევრებმა – მემედ მჟავანაძემ, ალი გოგიტიძემ და სხვ. – მიიღეს დადგენილება ქართული დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ. მათ გადაწყვიტეს, თავიანთი ხარჯით სჯულის მასწავლებლად მოლა მოეწვიათ; წელიწადში სკოლისთვის სამი საჟენი შეშა მიეცათ; სკოლის მზრუნველად აერჩიათ სამი პირი – ალექსანდრე როსტომის ძე ორბელიძე, დედი აღა ნიჟარაძე და გულ აღა კაკაც-ოღლი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის კი ეთხოვათ სკოლა თავის გამგეობაში მიეღო და მასწავლებელი დაენიშნა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 7 ივნისის ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის მოხსენების მიხედვით, ისინი 4 ივნისს ბათუმში შეხვდნენ ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტის წევრობის მსურველებს: ეკატერინე ზაქარიას ასულ ერისთავს, რომელმაც კომიტეტის თავმჯდომარეობა თავის თავზე აიღო, პელაგია მიქელაძეს, მელიტონ ზურაბის ძე ლორთქიფანიძეს, ეგნატე ზაქარიას ძე გედევანიშვილს, დავით ანდრიას ძე ვოზიევს, ჩიქოვანს, დავით ბარისის ძე ჩხეიძეს, ჰუსეინ ბეგი აბაშიძეს, მერჯონ აღა მარშანიას, ივანე ალექსანდრეს ძე ივანოვსა და თავად გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 2 ივნისის იაკობ გოგებაშვილის მოხსენების მიხედვით, მან საზოგადოების მმართველობას ბათუმის სკოლაში მასწავლებლად მოსე ნათაძის ნაცვლად აღნიაშვილის დანიშვნა შესთავაზა.

1887

ტიპი: ავტორობა

ბათუმის ადგილობრივმა სასკოლო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მოახსენა, რომ სკოლისთვის ი. დუმბაძის სახლის ქირაობას აპირებდნენ. სახლის ქირა წელიწადში 600 მანეთი ჯდებოდა, 400 მანეთი კი სახლის პატრონისთვის ქირაობისთანავე უნდა მიეცათ. მმართველობას სთხოვდნენ სახლის წინასწარი ქირა, 400 მანეთი სკოლისთვის მიეცა. ხელს აწერენ: თავმჯდომარის თანაშემწე პელაგია მიქელაძე, თავმჯდომარეობის კანდიდატი მელიტონ ზურაბის ძე ლორთქიფანიძე და მდივნის ნაცვლად მასწავლებელი მოსე ივანეს ძე ნათაძე.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 16 აგვისტოს კარდენახის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა იოსებ ცისკარაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ბათუმის სასწავლებელში პედაგოგად დაენიშნათ. თხოვნა გამგეობას არ მოახსენეს, რადგან მასწავლებლის ადგილი თავისუფალი არ იყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 25 აგვისტოს ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სთხოვა, რომ ბათუმის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ. მისი თხოვნა გამგეობას არ მოხსენდა, რადგან იქ მასწავლებლის ადგილი თავისუფალი არ იყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 17 სექტემბერს ბათუმის მაჰმადიანმა ქართველებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ნათაძეს მისწერეს, რომ სჯულის მასწავლებლად იუსუფ ეფენდი სურმანიძე დაენიშნათ. ნათაძემ მათი თხოვნა საზოგადოების მმართველობას აცნობა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იუსუფ ეფენდი სურმანიძე ბათუმის სკოლის სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. მისი ხელფასი თვეში ოცი მანეთი უნდა ყოფილიყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის პირველ ოქტომბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას შეატყობინა, რომ ფარსადან მიქელაძე ერევნის გუბერნიაში გადაიყვანეს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის პირველ ოქტომბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ პელაგია მიქელაძის ნაცვლად ბათუმის სკოლის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მაკრინე იოსების ასული ღლონტისა დაენიშნათ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 2 ნოემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მის მიერ გამართული წარმოდგენიდან სკოლას შეუვიდა 185 მან. და ორი შაური, რომელიც მან სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადარს, ეგნატე ბაქარის ძე გედევანიშვილს გადასცა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 24 ნოემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მოახსენა, რომ ოქტომბრიდან პელაგია მიქელაძე, დავით ბარისის ძე ჩხეიძე და ჩიქოვანი ბათუმიდან წავიდნენ. სკოლის მდგომარეობას ყურადღებას მხოლოდ მელიტონ ზურაბის ძე ლორთქიფანიძე და ეგნატე ბაქარის ძე გედევანიშვილი აქცევდნენ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილება მთელი ძალით ცდილობდა დანგრეული თეატრის ფონდის გაძლიერებასა და შენობის აღდგენას.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს ყვირილის განყოფილებაში სხვადასხვა პირის შემოწირულობამ შეადგინა 2335 მანეთი და 16 კაპიკი. აქედან 10 მანეთი სპეციალური დანიშნულების გარეშე გადადეს, ხოლო 2325 მანეთი და 16 კაპიკი კი თეატრის შენობის ასაგები ფონდისთვის გამოყვეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების შემოწირულობის თანხა 2335 მანეთი და 16 კაპიკი მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძის ძალისხმევითა და მონდომებით ძირითადად ადგილობრივი მოვაჭრეებისაგან შეგროვდა.