რეგისტრირებული ფაქტები87109
სორტირება თარიღი კლებადობით
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო სპიროვისას მოპარული ფულის შენახვა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 19 იანვარს არშაკ მარზოიანცის 322 მანეთის ოქროსა და ვერცხლის ნივთები მოჰპარეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 18 იანვარს სტამბოლიდან გამოვიდა გემი „სამეგრელო“, რომლითაც მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვს მოასვენებდნენ.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ ნიკოლოზის ძე ბოგდანოვი ზაქათლის ოლქში ექიმად მუშაობდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 18 იანვრიდან მაჰმედ-ბეგ ვეზიროვი განჯის საფოსტო კანტორის დაბალი რანგის ფოსტალიონად დანიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 17 იანვრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კავკასიის სამოსწავლო ოლქის სამზრუნველო კომისიამ განიხილა და მოიწონა არისტო ქუთათელაძის „ქართული გრამატიკა“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 20 იანვარს ქართული დრამატული საზოგადოების დასს აკაკი წერეთლის „თამარ-ცბიერი“ უნდა წარმოედგინა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 17 იანვრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კავკასიის სამოსწავლო ოლქის სამზრუნველო კომისიამ განიხილა და მოიწონა რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილის „კრებული არითმეტიკულის ამოცანებისა“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 17 იანვრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნ. და გ. ჩიკვაიძეებმა მუშტაიდის ბაღის ბუფეტი იჯარით აიღეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 17 იანვარს დიდუბეში ილია კვაჭაძესა და ირაკლი დოლიძეს 127. 65 მანეთის ნივთები მოჰპარეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 15 იანვარს ნ. და გ. ჩიკვაიძეებს მუშტაიდის ბაღის ბუფეტი უნდა გაეხსნათ.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ტყემალაძე ვერის წმინდა იოანეს ეკლესიის მღვდლად დანიშნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის მე-2 გიმნაზიის საპატიო მზრუნველმა ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანსკიმ თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ტყემალაძე გორის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 14 იანვარს ავალიშვილი თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებლის ფანჯრიდან გადმოვარდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე შავი ქვით ვაჭრობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ დავით გიორგის ძე ერისთავის მიერ რუსულიდან გადმოკეთებული 4-მოქმედებიანი პიესა „მეორედ გაყმაწვილება“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შავი ქვის წარმოება პირველად აკაკი წერეთელმა დაიწყო.

