რეგისტრირებული ფაქტები80199
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 25 აგვისტოს არისტოფანე რამინაშვილის ნაცვლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავის სკოლაში საგურამოს სკოლის მასწავლებელი ილია რუხაძე გადაიყვანა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ვლადიკავკაზის საკვირაო სკოლას 70.30 მანეთის საკანცელარიო ნივთები უსასყიდლოდ გადასცა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ნიკოლოზ ჩუბინაშვილის განცხადება, რომ გამგეობას შეესყიდა დავით ჩუბინაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის 500 ეგზემპლარი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კავკავის სკოლის მასწავლებლობის კანდიდატებად დარია ფალავანდიშვილი, კირილე არველაძე და მიხეილ ბახტაძე წარადგინეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს, გიორგი ყაზბეგს დაეკისრა თბილისის თავადაზნაურობასთან შუამდგომლობა მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მდივნის, სამსონ ფირცხალავას ცნობა ისიდორე კვიცარიძისა და კონსტანტინე ონიკაშვილის ვექსილების ვადის გასვლის შესახებ.
1909
ტიპი: განათლება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი ფაღავას თხოვნა, უნივერსიტეტში სწავლის ფულის გადასახდელად გამგეობა 50 მანეთით დახმარებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ფაღავასთვის ივნისისა და ივლისის სტიპენდიები წინასწარ გადაეცა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 მაისს იაკობ გოგებაშვილმა ხელი მოაწერა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის წლიურ ანგარიშს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მდივნის, სამსონ ფირცხალავას განცხადება ზოგიერთი სკოლის რევიზიის მაშინვე ჩატარების შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილის წინადადება ოსმალეთის ქართველობისთვის „დედა ენის“ 500 ეგზემპლარის გაგზავნის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ პეტრე მირიანაშვილს დაავალა, სტამბებიდან მოეგროვებინა ცნობები ლექსიკონების დაბეჭდვის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილმა დურგალთა ამხანაგობის სკოლას 10 „დედა ენა“ აჩუქა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ ბადრიძეს 7.80 მანეთი გადაუხადეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლ. ჭიჭინაძის თხოვნა ხალხში გასავრცელებლად წიგნების მიცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ჭიჭინაძეს „დედა ენის“ პირველი ნაწილის 20 ეგზემპლარი და ამდენივე რვეული გადაეცა.
1908
ტიპი: ღონისძიება
შორაპნის მანგანუმის (შავი ქვის) მრეწველთა ყრილობის საბჭოს 1908 წლის 25 აგვისტოს დადგენილებიდან ვიგებთ, რომ ილია ჭავჭავაძის პანაშვიდზე, აგრეთვე მისი საფლავის ძეგლის საკითხის განსახილველ სხდომაზე დასასწრებად საბჭოს წარმომადგენლობა მიენდო თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ივანე (კიტა) გიორგის ძე აბაშიძეს, რომელსაც ცნობად გაეგზავნა აღნიშნული დადგენილება. დადგენილებას ხელს აწერს საბჭოს კანტორის გამგე იასონ ბაქრაძე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 24 აპრილის ანჯელო ანდრეოლეტის ქვისა და მარმარილოს სახელოსნომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის საჭირო მასალა და ხარჯთაღრიცხვა – 2500 მანეთი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ახალციხის ბიბლიოთეკის დახმარების თაობაზე. გამგეობამ ბიბლიოთეკას 30 მანეთი გადასცა.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 11 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყალამშიის სკოლის მასწავლებელი ვლადიმერ ბაკურაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ახალი მასწავლებელი მიიწვიეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავის სკოლის გამგე პართენ გოთუასთვის 12 მანეთის სასკოლო წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.