რეგისტრირებული ფაქტები80206
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს პეტროგრადის ქალთა უმაღლესი კურსების სტუდენტმა, ელენე დავითის ასულმა გოგობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ 1915 წელს კრიტიკული მდგომარეობის გამო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭომ სტიპენდიატებს თანხის გაგზავნა შეუწყვიტა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აგვისტოს გიორგი ილიას ძე კიკნაველიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 2 ივლისს ოდესის უნივერსიტეტის მედიკური ფაკულტეტის სტუდენტმა, ირაკლი დავითის ძე კლდიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 2 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის მმართველი იყო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრების ოქმების მიხედვით, ფოტოგრაფმა ალექსანდრე როინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მუზეუმი უანდერძა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს თომა მთავრიშვილმა დავით მთავრიშვილს შეატყობინა, რომ ცენზორმა მამია გურიელის თხზულებების დაბეჭდვის ნებართვა გასცა. წიგნისთვის საჭირო სურათები ლაიფციგში დაბეჭდეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 იანვარს სამეურნეო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტმა, ფილიმონ გიორგის ძე კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად დავით სარაჯიშვილის ან ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ ივნისს მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, დავით იაკობის ძე მებუკემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. თავმჯდომარის ამხანაგი იყო იაკობ ღულაძე, მდივანი – სამსონ ფირცხალავა. კრებას დაესწრნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, პეტრე სურგულაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 დეკემბერს მომღერალმა ვარდენ ივლიანეს ძე ლორთქიფანიძემ მოსკოვის საიმპერატორო მუსიკალურ კონსერვატორიაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ რაიონებში გაგზავნილ მასწავლებლებს ეტაპობრივად უნდა გამოექვეყნებინათ საკუთარი ნაშრომები და ადგილობრიგი კვლევის შედეგად შესწავლილი საქმე.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ წლის განმავლობაში 59 კრება ჩაატარა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.