რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება თარიღი კლებადობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გორის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა ივანე სულხანიშვილმა მადლობა გადაუხადა გორის საქალებო პროგიმნაზიის დასახმარებლად გამართული წარმოდგენის მონაწილეებს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი, ივანე, დავით, კონსტანტინე და ალექსანდრე ციციშვილებმა გორის საქალებო პროგიმნაზიის დასახმარებლად გამართულ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლგა ივანეს ასულმა ერისთავისა და ნიკოლოზ, ლუარსაბ და დავით ციციშვილები გორის საქალებო პროგიმნაზიის სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა, ივანე ელიზბარის ძე ერისთავმა, იოსებ გიორგის ძე სააკაშვილმა, გრიგოლ ივანეს ძე ლოლაძემ და ნიკო იოსების ძე ლომოურმა გორის საქალებო პროგიმნაზიის სასარგებლოდ გამართულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ნოდარის ძე ციციშვილმა, მიხეილ დავითის ძე ციციშვილმა, მიხეილ სოლომონის ძე ციციშვილმა, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავმა და სტეფანე კირილეს ძე სოკოლოვმა გორის საქალებო პროგიმნაზიის სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას არყის გამოსახდელის სპილენძის ზარფუში შესწირა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თედო მაისურაძე გაბო აბოვიანცის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 22 თებერვალს ფოთში კონსტანტინე ნიკოლოზის ძე საპიცკის სახლი დაიწვა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ დავიდოვი გაბო აბოვიანცის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. მახათაძე პიატიგორსკის ქალაქისთავის თანაშემწედ დანიშნეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თევდორე დავითის ძე ჟორდანია საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად დანიშნეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ კალისტოვი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი მდივნის მოვალეობასაც ასრულებდა.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლეონიდე ოქროპირიძე საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად დანიშნეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიევქტოს კარბელაშვილი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად აირჩიეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად დანიშნეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექვთიმე თაყაიშვილი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად აირჩიეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. მთვარელიშვილი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად დანიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 20 თებერვალს თბილისში სახლების, ეზოებისა და ქუჩების უსუფთაობის გამო გიორგი კალუბანსკიმ საბჭოში სარჩელი შეიტანა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 19 თებერვალს არუთინ გასპაროვის სახლთან მიტოვებული ახალშობილი ბიჭი იპოვეს. ბავშვის აღზრდა მოსე პოღოსოვმა გადაწყვიტა.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 19 თებერვალს ერწოს ხეობაში მიხეილ წიკლაური ადიდებულ მდინარეში ცხენით შევიდა. მისი გვამი მდინარემ რამდენიმე დღის შემდეგ გამორიყა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 18 თებერვალს სოფ. ვაყაში სინო კაპანაძემ მდინარეში ჩავარდნილი 9 წლის ბიჭი გადაარჩინა.

