საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80220

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 250 ცალი „ცა და დედამიწა“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 15 ცალი „წითელი ფარანი“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 226 ცალი „წყაროს“ II ნაწილი გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 1328 ცალი „წიგნის ისტორია“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 2480 ცალი წმინდა ნინოს სურათი გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წელს საზოგადოებას საწევრო ფული შეუვიდა სულ 1799 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების შემოსავალი საქველმოქმედო საოპერო წარმოდგენიდან 264. 56 მანეთი იყო. ანგარიშს ხელი დავით კარიჭაშვილმა მოაწერა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, დავით ძაძამიძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დაენიშნათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე სამსონ ფირცხალავას თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებათა კრების შესახებ ცნობების შეგროვება დაევალა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარის მაგივრობა შეასრულა დავით კარიჭაშვილმა, მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, კრებას დაესწრნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, პეტრე სურგულაძე და ალექსანდრე მდივანი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს დომინიკა ერისთავის თხოვნა, სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთის სესხად მიცემის შესახებ.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს ზედაზნის მონასტრის წინამძღოლმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის მამულებიდან მონასტრისთვის მიწის მიყიდვა სთხოვა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში მაჰმადის რჯულის სასწავლებლად მაჭახელაში მცხოვრები ხოჯა სულეიმან ეფენდი ზადე მიიწვიეს, რის შემდეგაც ბათუმის მაჰმადიანთა დიდმა ნაწილმა საზოგადოების სკოლაში შვილების ტარება გადაწყვიტა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ექვთიმე ხელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 237. 09 მანეთის წიგნები შესწირა: 260 ცალი „ნატვრისთვალი“, 440 — „იუდას“, 240 ეგზემპლარი „ჩვენს ქალებს“, 200 — „საერო დღესასწაულს“ და 10 — „ირაკლი მეორეს“.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს რუსეთის სიტყვიერების მოყვარეთა საზოგადოების მოწოდება, მონაწილება მიეღოთ 26 აპრილს მოსკოვში ნიკოლოზ გოგოლის ძეგლის გახსნაში.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ თუმანიშვილის წინადადება, საზოგადოებას მონაწილეობა მიეღო თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებათა კრებაში.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენება ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქონების შესახებ.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მზრუნველთა საბჭოს წევრები იყვნენ: ჰუსეინ აღა ბაკურიძე, ჰუსეინ-ბეგ ბეჟანოვი, ჰუსეინ აღა გამბარ ოღლი, დურსუნ-ბეგ აბაშიძე, ზადე კადირ ეფენდი და ოსმან აღა აბაშიძე.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მზრუნველთა საბჭოს წევრები იყვნენ: თორნი ზადე, ჰიშამ ზადე, კარა აღა ზადე, ქემალ აღა ზადე, როსტომ აღა ზადე, მეჰმედ ეფენდი ზადე, შერიფ აღა ზადე, ჰუსეინ აღა ზადე, მელექ ზადე აბაშიძე, სულეიმან ეფენდი ზადე, სულეიმან აღა ზადე.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 14 დეკემბერს ბათუმში მყოფმა სერგი ირაკლის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსების მიერ წართმეული ზღვისპირა შენობის კომპენსაციის ასაღებად დახმარებას ითხოვდნენ. მათ აღებული თანხის გადაცემა სურდათ საზოგადოებისთვის სკოლის ასაშენებლად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლისთვის 100 თუმნის სესხება სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 28-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს ბათუმის მცხოვრებმა ლევან მჭედლიშვილმა გამოთქვა სურვილი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის შენობისათვის მიწა უსასყიდლოდ შეეძინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 28-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრეცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ: კოსტა მიმინოშვილი, ანდრია გრიგოლავა, დავით საბაშვილი, ალექსანდრე საბაშვილი, ვლადიმერ მითაიშვილი, სტეფანე კაკაბაძე, სამსონ მაქანდაროვი, იოსებ შევარდენიძე და ნიკო ქაჯაია.