რეგისტრირებული ფაქტები89486
სორტირება თარიღი კლებადობით
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მაისში ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისში ჩავიდა სათავადაზნაურო სკოლის რევიზიისთვის და 4 დღე გამოცდებს დაესწრო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მაისში დავით ჩუბინაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებული სასწავლებლებისთვის პეტერბურგიდან უფასოდ უნდა გამოეგზავნა თავისი გამოცემული ქართულ-რუსული ლექსიკონის – 300, რუსულ-ქართულის – 26 და გრამატიკის 50 ეგზემპლარი.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მაისში ისაკ ძნელაშვილის სახლში სცენისმოყვარე ხელოსანთა ამხანაგობამ წარმოადგინა პიესა „კაპიშონი“.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 24 აპრილს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა 9 პროტოკოლის პირი.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 24 აპრილს ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა ცნობები ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გაკვეთილების განაწილების შესახებ.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წლის 20 აპრილს დავით იოსების ძე მაჭავარიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების კომიტეტის მდივანი გახდა.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წლის 20 აპრილს ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წლის 20 აპრილს სტეფანე იაკობის ძე პოპოვმა ავადმყოფობის გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წლიური კრების მუშაობაში.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე მეორეd აირჩიეს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძეს ავჭალის ქუჩაზე მდებარე სახლიდან ოქროს საათი, თანხა და ძველი გაზეთები მოჰპარეს. სასამართლომ კედლების მღებავ ხელოსანს დასდო ბრალი.

