რეგისტრირებული ფაქტები92142
სორტირება თარიღი კლებადობით
1895
ტიპი: გარდაცვალება
1895 წლის 30 იანვარს ძეგლევისა და შქმერის წმ. გიორგის ეკლესიების მღვდელი გიორგი ნიკოლოზის ძე პაპიძე გარდაიცვალა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძე დათანხმდა გიორგი ლასხიშვილის თხოვნას გაზეთ „ივერიაში“ თანამშრომლად მიღების შესახებ. ლასხიშვილი მეორე დღიდან იწყებს მასთან მუშაობას.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის იანვრის შუა რიცხვებში მხატვარმა დავით გურამიშვილმა ახალგაზრდა გიორგი ლასხიშვილი ილია ჭავჭავაძეს წარუდგინა და მისი გაზეთ „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლად მიღება სთხოვა.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 8 იანვარს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის პუბლიკაციის „კვალი. ორი წლის ნაღვაწი“ გაგრძელება. ის წერს, რომ საქალაქო არჩევნებში სომეხთა გამარჯვება სავსებით ლოგიკურია, რადგან მათ ბევრად მეტი ამომრჩეველი ჰყავთ. ის აკრიტიკებს ილია ჭავჭავაძეს და აბსურდულს უწოდებს მის მოთხოვნას ხმების თანაბრად განაწილების შესახებ.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 8 იანვარს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა, რომ ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ალექსანდრე გრიბოედოვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმს საახალწლო ნაძვისხესთან. ბავშვებს დაურიგეს წიგნები და ტკბილეული.
1895
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1895 წლის 11 ივლისს ილია ჭავჭავაძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა პეტრე ნაკაშიძის მეუღლეს, ბაბალეს და დიდი გულისტკივილი გამოთქვა საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების გამო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს 15 წლის შერმანდი დოლიძე ბათუმში ერთ-ერთ ჩაის პლანტაციაში მუშად მუშაობდა. მისი ანაზღაურება თვეში 15 მანეთი იყო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს გერმანე უონდერი ბათუმში გაშენებული ერთ-ერთი ჩაის პლანტაციის გამგე იყო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს ღამით იაკობ ფანცხავას თავს დაესხა ჟანდარმერია, გაჩხრიკა სახლი, თან წაიღო მისი მიმოწერა და ზოგიერთი მეგობრის სურათი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს, სტუდენტობის დროს, იაკობ ფანცხავა და კოწია მიქაბერიძე ზაფხულობით ნიკო ნიკოლაძის ოჯახს სტუმრობდნენ დიდ ჯიხაიშში.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-1916 წლებში დავით ბეჟანის ძე აბაშიძე საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ რევიზორი ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს სოხუმის ბიბლიოთეკის გამგემ, პავლე ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილმა პრესის საშუალებით ქართველებს ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეწირვა სთხოვა. ბიბლიოთეკას თედო ტიმოთეს ძე სახოკიაც ეხმარებოდა.
1895
ტიპი: ორგანიზაცია
1895 წლიდან ანდრია სოლომონის ძე ღულაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე.

