რეგისტრირებული ფაქტები89486
სორტირება თარიღი კლებადობით
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს რუსული პროტოკოლის დედანი.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანს აცნობა, რომ პროტოკოლები უნდა შედგინათ ქართულად, რუსულად კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტორი საჭიროდ მიიჩნევდა პედაგოგიური საბჭოს კრებაზე რუსი მასწავლებლის დასწრებას.
1890
ტიპი: ავტორობა
1890 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ როსტომის ძე ყიფიანს წერილით შეატყობინა, რომ მას უნდა გაეგზავნა პედაგოგიური საბჭოს დადგენილებების დედნები და გამგეობისთვის ეცნობებინა ნებისმიერი გადაწყვეტილება ან რჩევა.
1890
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიის საქმისმწარმოებელი იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებს სამჯერ დაესწრო ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი ფილიპე ლევიცკი.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წელს თევდორე დავითის ძე ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს გორის საპატიმროს მღვდლის, ტერ-ეღიშე ტერ სააკოვის ცნობით, ქვრივმა თალიკო ესტატეს ასულმა ფალავანდიშვილისამ პატიმართა წიგნსაცავს 7 ქართული წიგნი და 3 მანეთი შესწირა. ქვრივმა პატიმრებს ასევე გარდაცვლილი მეუღლის, თ. ივ. ფალავანდიშვილის სულის მოსახსენიებლად ძროხა, ცხვარი და პური გაუგზავნა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 1-ელ იანვარს ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძეს ბანკიდან ათასი მანეთის წინასწარ მიცემა სთხოვა, ილიამ თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ილია ჭავჭავაძის, ლევან გიორგის ძე ჯანდიერის, ივანე სტეფანეს ძე ხატისოვისა და სხვათა ხელმოწერით უნდა გამოსულიყო ბროშურა სასოფლო საზოგადოებათა მიერ საზოგადო სარგებლობის კაპიტალის წარმოქმნის წესების შესახებ.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წელს კალისტრატე ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძე ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარე იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის ბოლოს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, თეატრის შენობა იმ ზამთარს ვასილ ალექსის ძე აბაშიძის მიერ შედგენილი დასისთვის დაეთმო.
1890
ტიპი: გარდაცვალება
1890 წელს მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი გარდაიცვალა.

