რეგისტრირებული ფაქტები92142
სორტირება თარიღი კლებადობით
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს, სტუდენტობის დროს, იაკობ ფანცხავა ზაფხულობით ხშირად სტუმრობდა სოფელ ჯიხაიშში მცხოვრებ ნიკო ნიკოლაძის ოჯახს.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავა ფილოქსერას პარტიიდან წამოსვლის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა მატერიალური პრობლემების გამო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლიდან ფოთიდან გასვლისას ყოველ ჯერზე ბოქაული იაკობ ფანცხავას ნაცნობ-მეგობრებთან არკვევდა სად, როდის და ვისთან მიდიოდა იგი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს სოფელ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძესთან იაკობ ფანცხავას სტუმრობის შემდეგ ნიკოლაძეების მოურავი ბოქაულმა დაიბარა დასაკითხად.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს ერთ-ერთი, ვინც პოლიციამ დაკითხა იაკობ ფანცხავას პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, მისი თვალის ექიმი, გიორგი ტარსაიძე იყო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავას სოფელში ვიზიტის შემდეგ ღამით მის ბიძაშვილ კალისტრატეს სოფლის მამასახლისმა, მისმა მწერალმა, ქუთაისის ბოქაულმა და ჟანდარმერიის ოფიცერმა მიაკითხეს დასაკითხად.
1895
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1895 წელს იაკობ ფანცხავას თვალები აწუხებდა და ექიმ ტარსაიძესთან მკურნალობდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავა ერიდებოდა ნაცნობებთან ღამის გათევას და სასტუმროში ჩერდებოდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულ იაკობ მედვედევს მის უწყებაში გაახსნევინეს საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობა. პეტერბურგიდან წამოსული ეს განკარგულება ემსახურებოდა ფილოქსერას კვლევა-ძიების გაძლიერება-გაღრმავებას.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა მედვედევმა პეტერბურგიდან მიიღო წინადადება თავის უწყებაში ახალი თანამდებობის გახსნასთან დაკავშირებით − კერძოდ, ექსპერტის თანაშემწისა იმ რაიონებში, სადაც ფილოქსერას მაძიებელთა ჯგუფები მუშაობდნენ.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-1897 წლებში ილია ოდიშელიძე მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, კავკასიის მე-2 კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს ტარას ვაშაკიძემ დარუბანდის 154-ე ქვეით პოლკში დაიწყო სამხედრო სამსახური.

