რეგისტრირებული ფაქტები87089
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 20 აპრილს ქუთაისის ოლქის სასამართლომ განიხილა სცეპურას საქმე, რომელსაც ფოთის სადგურის უფროსის დვორაკოვსკის მკვლელობას ედავებოდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარძიის წინამძღოლი, მღვდელ-მონაზონი კალისტრატე (კირილე ჩიჩუა), რომელიც დაზიანდა ვარძიის მონასტრის ახლოს კლდეების ნგრევის დროს, ექიმ თურმანიძის დახმარებით გამოჯანმრთელდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ტატიშვილმა შექმნა სხვადასხვა ზომის ახალი ქართული ასოები, რომლებიც შემდეგ აბრამ აკოფოვმა ლაიპციგში ჩამოასხმევინა და ამ ასოებით ყდებსა და ატლასის ლენტებზე ბეჭდავდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 აპრილს სომეხი მწერალი აკოფ მელიქ-აკოფიანი თავისი სახლიდან ვანქის სობოროში გადაასვენეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან თბილისში გაუგზავნა წერილი და სთხოვა, გაეცნოთ წიგნით ვაჭრობის წეს-დებულება, იქაური მთავრობისგან თუ იყო საჭირო ნებართვის აღება და ა. შ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან გაუგზავნა წერილი და დაახლოებით 10 თუმნის წიგნების გაგზავნა ითხოვა, და რაკი ვლადიკავკაზში ქართული სტამბა არ იყო, ასევე – ქართულად დაბეჭდილი განცხადებებისა, რომლებშიც მითითებული იქნებოდა, სად შეძლებდნენ ქართული წიგნების ყიდვას. ამ განცხადებებს თვითონ მიხეილი დაარიგებდა სახლებსა და დუქნებში.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილი გაუგზავნა, იმის გასარკვევად, რატომ ვერ წაიღეს მის მიერ გამოცემული არითმეტიკის წიგნები ვახტანგ თულაშვილისგან. ასევე აინტერესებდა, მისი ახალი სახელმძღვანელოებისთვის საზოგადოების საწყობში თუ იქნებოდა ადგილი.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი წერილით ზაქარია ჭიჭინაძე გამოეხმაურა „ივერიის“ მე-80 ნომერში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს მან პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკა თავისი ჩასწორებებით დაბეჭდა. ის უარყოფდა ამ ფაქტს და რედაქციას მიმართავდა, თუ სურდათ, შესადარებლად მიუტანდა დედანსაც და ნაბეჭდ მასალასაც.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 17 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის სასულიერო გიმნაზიის ინსპექტორი პატოცკი სინოდის განკარგულების თანახმად, პერმის სემინარიის ინსპექტორად დანიშნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 აპრილს ქუთაისში ფილიმონ ქორიძის ხელმძღვანელობით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მარიამ ძნელაძემ, ჭილაძისამ და ვლადიმერ ღლონტმა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 აპრილს იონა მიხეილის ძე მეუნარგიას ქუთაისის თაეტრის დარბაზში უნდა წაეკითხა საჯარო ლექცია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს შეხვედრა გადაიდო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 აპრილს ქუთაისში ცუდი ამინდების გამო ბ. ფურერმა ბოლო წარმოდგენა გამართა და თბილისში დაბრუნდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 აპრილს მეტეხის ციხის ზედამხედველმა ჯაჯანოვმა საპყრობილეთა კომიტეტს შესთავაზა, თბილისის ქუჩები პატიმრებს დაესუფთავებინათ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 16 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ რაჭაში ს. დვალის ნაცვლად ახალი ნოტარიუსი დანიშნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ სტეფანწმინდაში სასწავლებლის არარსებობის დროს პედაგოგი პავლე ღუდუშაური თვეში 10 შაურად და უფასოდაც ასწავლიდა ყმაწვილებს ყველა იმ საგანსა თუ ხელობას, რომლებსაც ქალაქის სკოლების დაწყებით კლასებში ასწავლიდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთი „кавказъ“-ი იუწყება, რომ თბილისის გამგეობის განცხადებით ყორღანოვისგან ქალაქისთვის წყლის მილი უნდა შეეძინათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ თონეთში მცხოვრებ კონსტანტინე ყავრიშვილს დაეწვა სახლები და მარანი, რამაც ის ჯამში 6 000 მანეთით დააზარალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ფრენკელი კვლავ აპირებდა გაზეთ „кавказское Обозръние“-ს გამოცემას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 აპრილს კავკავის მაზრის უფროსმა გოლუბიევმა სახალხოდ გაროზგა ქურდობაში ეჭვმიტანილი 2 პირი და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ვინც კიდევ გაბედავდა და იქურდებდა, მსგავსად დაისჯებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიიღეს თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიში, რომლის მიხედვითაც საზოგადოების სკოლებში წლის განმავლობაში 517 ქალ-ვაჟი სწავლობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიიღეს თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიში, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას გახსნილი ჰქონდა 7 სკოლა, აქედან 5 ვაჟებისა და 2 ქალებისა. ასევე თავშესაფარი სახლი ღარიბთათვის და ერთიც ყმაწვილებისთვის.

