რეგისტრირებული ფაქტები89485
სორტირება თარიღი კლებადობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ბაქრაძეს ქართველ მეფეთა გამოსახულებების ალბომი სთხოვა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 27 ივლისს ილია ჭავჭავაძემ „ივერიის“ რედაქცია თავისი ახალი სახლის შენობაში, ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, გადაიტანა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძესთან სტუმრად უნდა ჩამოსულიყვნენ ნიკოლოზ მაყაშვილი და ილია ოქრომჭედლიშვილი ოჯახებთან ერთად.
1889
ტიპი: ღონისძიება
სახალინის ციხიდან გაქცეული იოსებ ლაღიაშვილი და მასთან ერთად მყოფი პატიმრები 1890 წლის 19 ივლისს იაპონიიდან გემით სან-ფრანცისკოში ჩავიდნენ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის ივლისის დასაწყისში ელისაბედ გრიგოლის ასული ჭავჭავაძე-საგინაშვილისა იალტაში იმყოფებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის ივლისში ილია ალხაზიშვილმა ილია ჭავჭავაძეს თავისი ნაშრომები გაუგზავნა.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე 1889 წლის 28 ივნისს დაიბადა. არის მართლმადიდებელი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 13 ივნისს მიხეილ საბინინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წიგნისთვის „საქართველოს სამოთხე“ მიიღო 10 მანეთი.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 4 ივნისს კაცხის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი პეტრე ვასილის ძე მოდებაძე გარდაიცვალა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 28 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა გრიგოლ ჩარკვიანმა წინადადებით, რომ შეეძლო მათთვის ნახევარ ფასად მიეყიდა ახალგამოსული „ჩანგის“ 200 ეგზემპლარი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ვეზირიშვილმა ქართულად თარგმნა „ფრანსილიონი“.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ალექსანდრეს ძე სულხანიშვილი ერთი წლით აირჩიეს სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელ წევრად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან რაჟდენ თომას ძე ხუნდაძის შედგენილი „ტიპიკონი“ მანეთად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ფურცელაძე სამი წლით აირჩიეს სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელ წევრად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონი 3. 60 მანეთად იყიდებოდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამა ლეონიდე სამრევლო და მართლმადიდებლური სარწმუნოების გამავრცელებელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ვალერიან გუნიას „საქართველოს კალენდარი“ 45 კაპიკად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან აკაკი წერეთლის „სამგვარი სიყვარული“ 30 კაპიკად იყიდებოდა.

