საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80261

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გომარეთის სკოლის მასწავლებელ იოსებ ფორაქაშვილისთვის ნოემბრის ხელფასის – 15 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში გომარეთის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ფორაქაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლისთვის ერთი შუშა მელანი, ხაზიანი და უხაზო ქაღალდი, კონვერტები და ხუფიანი ლამპა სთხოვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას შესთავაზა, წერილობითი მილოცვა გაეგზავნათ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრესთვის 50-წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძეს გამგეობის სახელით გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრესთვის 50-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად მისალოცი წერილის შედგენა და გაგზავნა დაევალა.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი, თევდორე დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია და გიორგი კურდღელას ძე უთურგაური.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობის წევრობის კანდიდატები იყვნენ ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი, დ. ი. ავალოვი და ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის პირველი ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრებამ დაამტკიცა შემდეგი ხარჯთა სია: წიგნებისა და სასწავლო ნივთებისათვის 500 მანეთი, ბათუმის სკოლის მოსაწყობად 500 მანეთი, თბილისის სკოლის მოსაწყობად 500 მანეთი, სტიპენდიებისთვის 225 მანეთი და ბიბლიოთეკისთვის 500 მანეთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების საერთო კრების პირველივე სხდომაზე მმართველობამ გადაწყვიტა თბილისში სკოლა გაეხსნა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის სკოლაში სულ 60 მოსწავლე, ორივე სქესის ბავშვები, უნდა მიეღოთ. მოსწავლეთა უმრავლესობას ათი სასწავლო თვის განმავლობაში ყოველი თვის ბოლოს სწავლის საფასური, თითო მანეთი, უნდა გადაეხადა. მცირე ნაწილი კი საოსტატო გადასახადისაგან უნდა განთავისუფლებულიყო. სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ასაკი 12 წელზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის სკოლაში მოსწავლეებს ქართული წერა-კითხვა, რუსული ენა, საღმრთო წერილი, ანგარიში, სიმღერა და ჭრა-კერვა უნდა ესწავლათ. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 14 ოქტომბერს თბილისის სკოლა გაიხსნა. სულ 30 მოსწავლე მიიღეს, 21 ვაჟი და 9 გოგონა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ თბილისის სკოლისთვის კარგი შენობის დაქირავება იმ ფასად, როგორც გათვილილი ჰქონდა, ვერ შეძლო. ამიტომ ერთი წლის ვადით დაიქირავა ხუთოთახიანი სახლი, სადაც სკოლასთან ერთად საზოგადოების კანცელარიაც მოათავსა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ ბათუმის მაზრაში სკოლის გახსნა გადაწყვიტა. ბათუმში საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად და სკოლისთვის ადგილის ამოსარჩევად მმართველობის წევრი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე მიავლინეს.

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ ბათუმის სკოლისთვის საჭირო ავეჯი და მასალები დაამზადა, თუმცა სკოლის გახსნა ვერ შეძლო, რადგან სკოლისთვის საჭირო შენობის პოვნა ვერ მოხერხდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1880

ტიპი: ავტორობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში სულ 28 მოსწავლე იყო. მათგან 11 მაჰმადიანი, 6 კათოლიკე და 11 მართმადიდებელი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 23 მარტს ბათუმის სკოლა გაიხსნა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სკოლის გახსნაზე დასასწრებად ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე გაგზავნა.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ოთხივე განყოფილებაში თავადის წოდების სულ იყო 71 მოსწავლე, გლეხი – 50, მართლმადიდებელი – 109, 10 წლამდე ასაკის – 97, 15 წლამდე ასაკის – 24. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ოთხივე განყოფილებიდან შემდეგ საფეხურზე სულ გადავიდა 71 მოსწავლე, სწავლა დაამთავრა – 24-მა, იმავე განყოფილებაში დარჩა – 27. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 8 სექტემბერს ტარას მომცელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოტოგრაფიის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

1891

ტიპი: სტატუსი

1891 წელს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკების კომისიის თავმჯდომარე იყო. ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია და ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი – ამავე კომისიის წევრები.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არჩილ ჯაჯანაშვილსა და ელენე ჩიჯავაძეს 50-50 მანეთი გადასცეს, გერონტი ქიქოძეს – 20 მან.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ისიდორე რამიშვილს აცნობა, რომ ბათუმის სკოლაში არსებული ვითარების შესახებ საზოგადოებასთან მუდმივი მიმოწერა ჰქონოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოტოგრაფიის დირექტორის თანამდებობაზე ბეგოიძე დანიშნა. მან ტარას მომცემლიძისა და ავალიშვილისგან ფოტოგრაფიის ქონება წესის მიხედვით ჩაიბარა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ 22.76 მანეთის ნივთები: 10-10 რუსული ანბანის რვეული და „ბუნების კარი“, 80 ქართულის რვეული, ორ-ორი ყუთი კალამი და ფანქარი, 120 ორხაზიანი რვეული, 4 შეკვრა საწერი ქაღალდი, 5 „დედა ენა“ და 3 რუსული ანბანი. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 22 მაისს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამომცემელი სექციის მოხსენება აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ გამოცემისა და ავტორისთვის მოგების ნახევრის მიცემის შესახებ. გამგეობა დათანხმდა.