რეგისტრირებული ფაქტები80262
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წელს ალექსი ჭიჭინაძე, როგორც გამოცდილი ადმინისტრატორი, თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორად მიიწვიეს. იგი გიმნაზიას რვა წელი ხელმძღვანელობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წელს ნიკოლოზ ვასილის ძე მთავრიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წელს გლეხი აბდულ ეფენდი მიქელაძე ცხოვრობდა ბათუმის ოლქის სოფელ ქედაში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წელს ბათა ჯალაღანია იყო ზუგდიდის მაზრის სოფელ ახუთის საზოგადოების მამასახლისის თანამდებობის აღმასრულებელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წელს გენერალ-ლეიტენანტი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი რუისის სკოლის მზრუნველი იყო.
1886
ტიპი: განათლება
1886-1887 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის II განყოფილებაში ირიცხებოდნენ: პავლე გუგუშვილი, ივანე არლოვსკი, გიორგი ბერაია, სამსონ მაქანდაროვი, გიორგი გრძელიძე, გიორგი საბაშვილი, მელიტონ ტაბიძე, ლუკა დავითაია, ნესტორ ჭიჭინავა, ივანე კლარჯიშვილი, პართენ გუგუშვილი, იულონ ლომაია, ალექსანდრე მიმინაშვილი, ბესარიონ რუხაძე, ალი მემედ აჯი ზადე, სემენ მემედ ბეკ ბეკოვი, ალექსანდრე ბერაია, ივანე გრიგოლია.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის გაზაფხულზე სათავადაზნაურო სკოლის შენობაში იმართებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებები, რომელთაც საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და გიმნაზიის გამგე ალექსანდრე ჭიჭინაძე ესწრებოდნენ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის ბოლოს საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის ბოლოს საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს ბესარიონ ალექსის ძე გაბაევს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ქვეშეთის ქუჩაზე მდებარე ორი ქვითკირის სახლი და 300 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს მამუკა კოსტას ძე თურქიას თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ვაგზლის ქუჩაზე, მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 2330 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მამუკა კოსტას ძე თურქიას 6 487 მანეთი და 84 კაპიკი ჰქონდა გადასახდელი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს მიხეილ ნოდარის ძე ჯორჯაძეს თბილისის სათავადაზნაურო ბანკში 2087. 54 მანეთი დავალიანება ჰქონდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წელს მიხეილ ნოდარის ძე ჯორჯაძეს თბილისის სათავადაზნაურო ბანკში თბილისის გუბერნიასა და საბუეში მდებარე 2160 კვადრატული მიწა და 3 დესეტინა ვენახი ჰქონდა დაგირავებული. დაგირავებულ მიწებს ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.