საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80262

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის თანხმობა ძველი სენაკის სკოლაში არსენ წითლიძის, პოლიკარპე ლორთქიფანიძისა და ნიკოლოზ ჯანაშიას მასწავლებლებად დანიშვნის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 26 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველოს მოხსენება წიგნის საწყობის გახსნის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 26 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ივანე ავალიშვილს საწევრო ფულის შეკრება დაევალა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 26 აპრილს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას არჩილ ჯორჯაძისთვის სალიტერატურო ფონდიდან რამდენიმე თუმნის მიცემა სთხოვა. გამგეობამ მას 25 მანეთი გადასცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის პირველ მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1907 წლის საზოგადო კრების დადგენილება ადგილობრივი განყოფილების წესდების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის აპრილში ელის. გოგილაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილისთვის ძმებ ზუბალაშვილების თანხიდან დახმარება სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 26 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება სეირნობის მუშტაიდის ბაღში გადატანის შესახებ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ტერეზა ხმიადაშვილის თხოვნა, რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველთვიურად 15 მანეთი მიეცათ სესხად. გამგეობა დათანხმდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 იანვარს ჟენევაში მყოფმა ქართველებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ჟენევის ბიბლიოთეკისთვის პეტრე ზუბალაშვილის თანხიდან 115 მანეთი სთხოვეს. გამგეობამ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 26 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სახალხო უნივერსიტეტის თხოვნა წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არჩილ გულისაშვილს, გიორგი ხირხელს, ალექსანდრე კორინთელს, ვლადიმერ ემუხვარს, სიმონ იშხნელს, ზაქარია მაჭავარიანს, ზაქარია ფარეშიშვილს, ელენე ქიქოძესა და ნინო ბაქრაძეს ძმებ ზუბალაშვილების თანხიდან ერთდროული დახმარება აღმოუჩინეს.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წელს ნინო ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ თავს ანებებდა ქალთა კომისიის წევრობას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილის განცხადება ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის ანდერძის შესახებ. გამგეობამ ამ საკითხზე წერილობითი მოხსენების გაკეთება ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძეს, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძეს, ვ. ბესელაშვილს, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილსა და ანდრია სოლომონის ძე ღულაძეს დაავალა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე მდივნის მოხსენება სკოლებში ინსპექტორის დანიშვნის შესახებ, რაც გამგეობის წევრებმა აუცილებლად მიიჩნიეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, ტერეზა ხმიადაშვილისთვის სასკოლო სექციაში მუშაობა ეთხოვათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ ქვიანის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პატარძეულის სკოლის მასწავლებლის თხოვნა სკოლისთვის წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დვაბზუს მოსახლეობის თხოვნა სკოლის შენობის შესაკეთებლად დახმარების შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო მათი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის აპრილში გერონტი ქიქოძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უნივერსიტეტში შესატანად სთხოვა ხუთი თუმანი, რომელიც შემდეგი თვის სტიპენდიებიდან გამოაკლდებოდა. გამგეობა დათანხმდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის პირველი ბიბლიოთეკის გამგის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის ახალი წიგნების მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სამსონ ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების განყოფილების დაარსების განაწესის შესახებ.