რეგისტრირებული ფაქტები92137
სორტირება თარიღი კლებადობით
1893
ტიპი: ავტორობა
1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ფშავის მოძრავი სკოლის მასწავლებელს 8 სოფლის სკოლა უნდა აერჩია, რომლებშიც სისტემატურად იმუშავებდა. რაზიკაშვილის აზრით, თითოეულ სკოლაში დაახლოებით 60 მოსწავლე ისწავლიდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 18 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ქაშვეთის ეკლესიაში ალექსანდრე ყაზბეგის პანაშვიდს დაესწრო.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 16 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილთან „დედა ენის“ მეათედ გამოცემის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 16 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თანხა გამოყვეს ბათუმის სკოლაში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 16 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაამტკიცეს ნიკო ცხვედაძისა და ნიკოლოზ მთვარელიშვილის მიერ შემოწმებული ერთი წლის ფინანსური ანგარიში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია წინარეხის სკოლის მასწავლებლის მიერ მოვალეობის უპასუხისმგებლოდ შესრულების შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ხელახლა გამოცემის შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გაირკვა, რომ ელისაბედ ივანეს ასული ბარათაშვილის მიერ საზოგადოებისთვის ნაანდერძევი ყულარის მამული ვალში იყო გაყიდული.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკო ზებედეს ძე ცხვედაძეს დაავალეს მოლაპარაკების წარმოება გრიგოლ იოსების ძე ვოლსკისთან ბათუმის სკოლის შენობის რემონტთან დაკავშირებით.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის დეკემბერში გიორგი წერეთელმა აკაკი წერეთელს მისწერა, რომ ოლივერ და თომას უორდროპები დღესასწაულებზე გურიაში მიდიოდნენ ხალხის ადათები შესასწავლად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის დეკემბერში ანასტასია წერეთელმა აკაკი წერეთელს ნათესავების მიერ მიწერილი წერილები გაუგზავნა და შეატყობინა, რომ ტელეგრამებს მის მაგივრად პასუხობდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 30 ნოემბერს ილია ჭავჭავაძეს „ივერიის“ რედაქციაში რჩევის მისაღებად მიაკითხეს თბილისის სემინარიის მოსწავლეთა აჯანყების მონაწილეებმა და გააცნეს პეტიცია. ილიამ წაიკითხა მოთხოვნები და ახალგაზრდებს ურჩია, პოლიციისა და ჟანდარმერიისთვის გაფიცვის პოლიტიზირების საბაბი არ მიეცათ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 22-24 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო მთავარმართებლის საბჭოს სხდომებში, რომლებზეც სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად თანხების მოზიდვის საკითხი განიხილეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 24 ოქტომბრამდე ილია ჭავჭავაძე ლევან ჯანდიერთან, ალექსანდრე ჩოლოყაშვილთან, დავით მიქელაძესთან გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებთან ერთად სტუმრად იყო საღოლაშენში, სარდიონ ამირეჯიბისა და მაკინე ავალიშვილის ოჯახში და ავტოგრაფი დატოვა მათი ცნობილი სუფრის შუაგულში. ამ სუფრას ოჯახის ყველა საპატიო სტუმარი აწერდა ხელს და ამირეჯიბთა ქალიშვილები ფერადი ნართით ქარგავდნენ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 24 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე მიიწვიეს სოფელ წვერის მემამულეების, აბელ და იულია კალატოზიშვილების ოჯახში. მასთან ერთად იყვნენ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, პეტრე და მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკები და სხვ. შეხვედრის დროს ილიამ სინდისის შესახებ ისაუბრა.

