რეგისტრირებული ფაქტები91197
სორტირება თარიღი კლებადობით
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 7 დეკემბერს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ საფასური – საკომისიო 20 პროცენტის გამოკლებით 8 მანეთი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ კავკასიის საცენზურო კომიტეტს განცხადებით მიმართა, რომ გაზეთ „ივერიის“ რედაქტორად 1891 წლის 28 დეკემბრიდან დროებით გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე დაენიშნათ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის დეკემბერში იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ კრებულში „ხომლი“ გამოქვეყნდა ნაწყვეტები ილია ჭავჭავაძის პოემებიდან „აჩრდილი“, „მეფე დიმიტრი თავდადებული“, „განდეგილი“ და „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის დეკემბერში ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობამ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულის ბეჭდვა დაიწყო.
1891
ტიპი: გარდაცვალება
1891 წლის 17 ნოემბერს ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ზაქარია სიმონის ძე შვანგირაძე გარადიცვალა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ნოემბერში რუსმა პოეტმა მარია დავიდოვამ ილია ჭავჭავაძეს მადლობა გადაუხადა კრებულის მიწოდებისთვის და გამოუგზავნა ლექსები და საკუთარი ნაშრომი მოცარტის შესახებ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ნოემბერში თედო დავითის ძე ჟორდანიამ ექვთიმე თაყაიშვილს თავისი ხელნაწერი რვეულის მითვისებაში დასდო ბრალი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ ექვთიმე თაყაიშვილს ურჩია, თედო დავითის ძე ჟორდანიასთვის ცილისწამების გამო სამედიატორო სასამართლოში ეჩივლა. ილიამ მედიატორად ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის გაუწია რეკომენდაცია.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის ქართულ სკოლაში მეორე მასწავლებლის დანიშვნის საკითხი განიხილეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თბილისის საკვირაო სკოლისთვის სახელმძღვანელოების გადაცემის საკითხები განიხილეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 18 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ალექსანდრე ხახანაშვილს დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენა სთხოვა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 16 ოქტომბერს სამსონ ყიფიანმა განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ თუ გამგეობა მის მიერ მოთხრობად გადაკეთებული შექსპირის პიესების გამოცემას ითავებდა, თავად გადაიხდიდა საჭირო ხარჯებს, გაყიდული წიგნების მოგების ნახევარი კი საზოგადოებას დარჩებოდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 16 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სტეფანწმინდაში სკოლის დაარსება გადაწყვიტეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 16 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმში გრიგოლ ვოლსკის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებილი საზოგადოების სასარგებლოდ გამართული კონცერტის ანგარიში განიხილეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 16 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, საზოგადოების გამოცემები იაკობ მანსვეტაშვილთან დაებეჭდათ.

