რეგისტრირებული ფაქტები89112
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ცხვედაძის მიერ გორში დაარსებულ ვაჟთა სასწავლებელში სწავლის საფასური 2 მანეთი იქნებოდა, ყმაწვილების მიღება კი 25 აგვისტოდან დაიწყებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ცხვედაძემ გორში თვალიევის სახლში ვაჟთა ერთკლასიანი სასწავლებელი დააარსა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის სტატია პეტრე მირიანაშვილის ქართული ენის მესხეთიდან წარმოშობისა და აღორძინების მოსაზრების შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თერგის ოლქის წინამძღოლმა სმეკალოვმა დაამტკიცა ბარისა და მთის ოსების მიერ დადგენილი განაჩენი ურვათის (საქორწინო გადასახადი), ქელეხისა და სხვა ძველ ჩვეულებათა შემცირების შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია „პეტრე უმიკაშვილი და მოძრავი სკოლები“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ვ. ორბელიანისას ხელმძღვანელობით ახალქალაქში საქალებო სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოსო ვარძელოვი ქურდობისთვის დააკავეს.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი მელიშვილი ოქროს ქინძისთავის ქურდობის გამო დააკავეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაკა წერეთლის ხელმძღვანელობით საჩხერეში საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატო გაბუნია-ცაგარლისამ და ალექსანდრე ნებიერიძემ ახალქალაქში საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ყირიმელაშვილსა და ნესტორ ესებუას შორის ჭიდაობა თბილისში „იტალიის“ ბაღში გაიმართა, რომელიც ნესტორ ესებუას გამარჯვებით დასრულდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძე პეტერბურგიდან ბორჯომში ჩავიდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ყირიმელაშვილსა და ნესტორ ესებუას შორის ჭიდაობა თბილისში, იტალიის ბაღში, გაიმართა, და ნესტორ ესებუას გამარჯვებით დასრულდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აგვისტოს გრიგოლ პაატოვს თელავში სარდაფიდან სოსო ვარძელოვმა 360 მანეთი, ოქროს საათი და ვერცხლის ქამარი მოპარა.

