რეგისტრირებული ფაქტები87050
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: განათლება
1919 წელს თბილისის I, II, III, IV, V, VI, ქუთაისის I და II, გორის, ხაშურის, თელავის, ზესტაფონის, სამტრედიის, სიღნაღისა და ონის ოთხკლასიანი, ფოთის, ხონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დიდი ჯიხაიშისა და ჩოხატაურის სახაზინო ვაჟთა გიმნაზიები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი, ბიბლიოთეკის შენობის მოძველების შემდეგ სხვა ადგილობრივ საზოგადოებებთან შეთანხმებით ახალი ბინა იქირავა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ რამაზანის დაწყების გამო მოსწავლეებს 4 ივნისს დაითხოვდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ მოსწავლეებს საზოგადო წლიური გამოცდა ჩაუტარა, რომელსაც მშობლები, ნათესავები, ქართველი და მაჰმადიანი საზოგადოების საპატიო წევრები ესწრებოდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას (თავმჯდომარე ოლღა გიორგის ასული ხოფერია) შემოსავალი — 2358.02, ხოლო გასავალი 1099.44 მანეთი ჰქონდა. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 1258.58 მანეთი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის კარდენახში, გურჯაანში, ველისციხესა და ანაგაში უმაღლესი დაწყებითი სკოლების გახსნას გეგმავდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მაისში კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსმა კირილე იანოვსკიმ და მისმა თანაშემწემ ბათუმის სკოლაში სასწავლო პროცესი შეამოწმეს და სკოლის მმართველ მოსე ივანეს ძე ნათაძეს შენიშვნა მისცეს, რადგან არითმეტიკა და გეოგრაფია ქართულად ისწავლებოდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ბათუმის სკოლა გაიხსნა, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება განაგებდა და მოსე ივანეს ძე ნათაძე მართავდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: გიორგი სულთანიშვილი, ნიკოლოზ გულივერდაშვილი, იულონ ქელბაქიანი და ნიკოლოზ ანტონის ძე ხახუტაშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი, გახსნა საკვირაო სკოლა, რომელშიც 10-15 მოსწავლე სწავლობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 ივლისს დიმიტრი დავითის ძე მაღალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის სამეურნეო კურსებზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა. იგი საზოგადოებას სწავლის დასრულების შემდეგ თანხის დაბრუნებას შეჰპირდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 20 ივლისს კონსტანტინე პეტრეს ძე დემუროვმა კიევის კომერციულ ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ივნისს დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 ივნისს კონსტანტინე გიორგის ძე გეგელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კიევის უნივერსიტეტში სწავლის დასამთავრებლად ერთი წლით სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა. იგი საზოგადოებას სწავლის დასრულების შემდეგ თანხის დაბრუნებას შეჰპირდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ხრეითის მცხოვრებლებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოსკოვის კომერციული უნივერსიტეტის სტუდენტ გენადი პეტრეს ძე მიხელიძისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვეს.

