რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სვიმონ ბეგიაშვილმა სიღნაღში, თავისი სახლში, უსასყიდლოდ მოაწყო სამკითხველო.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ივანე ანდრიას ძე ელიოზოვის მიერ ცხინვალში დაარსებლი ფასიანი ბიბლიოთეკა შემდეგ უფასო გახდა.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წელს კონსტანტინე მალხაზის ძე ელიოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს იასონ ნიკოლოზის ძე ელიოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წელს შიო ალექსანდრეს (ალექსის) ძე ელიავა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ხოლო 1897 წელს – ნამდვილი წევრი.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს ნესტორ ელიავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს ისიდორე ზაქარიას ძე ელერდაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს გაბრიელ იაკობის ძე ელერდაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ლავრენტი პავლეს ძე ეკუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს ბენედიქტე ეჯიბია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძემ თავის სტამბასთან ფასიანი ბიბლიოთეკა გახსნა, რომელიც 1892 წლიდან უფასოდ ემსახურებოდა მკითხველებს. 1897 წელს კონსტანტინე თავართქილაძემ თავისი ბიბლიოთეკის მთელი ფონდი უსასყიდლოდ გადასცა ქალაქის მმართველობის მიერ ახლად გახსნილ სახალხო ბიბლიოთეკას.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ნინო (ნინა) კონსტანტინეს ასული ებრაელიძე (ებრალიძე) გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ხაშურში მოქმედებდა ინჟინერ ვასილევის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკა, რომელსაც დიდი წარმატება ჰქონდა რკინიგზის მოსამსახურეთა შორის.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს სოხუმის ბიბლიოთეკის გამგემ, პავლე ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილმა პრესის საშუალებით ქართველებს ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეწირვა სთხოვა. ბიბლიოთეკას თედო ტიმოთეს ძე სახოკიაც ეხმარებოდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს კ. ნოდიამ თავის სავაჭროსთან პატარა სამკითხველო გახსნა, რომელიც 1894 წელს ლავრენტი ტუღუშის სტამბასთან არსებულ სამკითხველოს შეუერთდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ბათუმის საქალაქო სასწავლებელთან ამავე სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობით უფასო საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკისათვის წიგნები შეუწირავს ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოისაც.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს თბილისის სარკინიგზო დეპოში გიორგი ყაზბეგის ინიციატივით პატარა ბიბლიოთეკა დაარსდა, რომელშიც მხოლოდ რუსული წიგნები იყო. 1893 წელს ქართველმა მუშებმაც გახსნეს აქ ქართული განყოფილება.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ა. ბ. ოსტროვსკაია განაგებდა თბილისის იაფფასიან ბიბლიოთეკა-სამკითხველოს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ე. წ. სურგუნოვმა ლორის-მელიქოვის ქუჩაზე გახსნა პატარა სახალხო, იაფფასიანი, სამკითხველო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას არ. პოლიცვეტოვიჩ-ნიკოლაძე და დონდუა სთხოვენ წიგნის „ბუნება სკოლაში“ ჰონორარს 20%-ის დაკლებით. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მთხოვნელებისთვის ასი ათასი მანეთი ავანსად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მომსახურე პირთა განცხადება ჯამაგირის გაზრდის შესახებ და პრეზიდიუმის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. გამგეობამ გაიზიარა პრეზიდიუმის მოსაზრება და დაადგინა მომსახურე პირთათვის ჯამაგირის ოთხჯერ გაზრდა (50 000-დან 200 000 მანეთამდე). იქამდე მიღებული პურის რაციონის ფული ჩათვალა დახმარებად, იმ დღიდან კი მომსახურეებისთვის ყოველთვიურად 1125 მანეთი უნდა მიეცა.

