რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის მთავარი გამგის სამსონ ბახტაძის მოხსენება მაღაზიის საქმეთა მოწესრიგების შესახებ. ბახტაძის აზრით, გამგისა და მისი თანაშემწისთვის უნდა მიეცათ გარკვეული პროცენტი საერთო შემოსავლიდან. წინა კრებაზე დასმული ეს საკითხი გამგეობის დავალებით პრეზიდიუმს უნდა განეხილა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად და მოეხსენებინა შემდეგ კრებაზე. განჩინების თანახმად, მაღაზიას უნდა ჰყოლოდა მთავარი გამგეობის წინაშე პასუხისმგებელი გამგე და მისი თანაშემწე, რომელიც თავის მხრივ პასუხს აგებდა გამგის წინაშე. გამგეობამ დაადგინა, რომ ყველა მოსამსახურე პირისთვის (ამ კატეგორიაში შედიოდნენ საწყობის გამგეცა და ბუღალტერიც) ყოველწლიურად გადაედოთ 1% საერთო ნავაჭრიდან. დანაკლისზე ყველა აგებდა პასუხს. მოლარისთვის უნდა მიეცათ თვეში 500 მანეთი გადასაყოლებელი, ასევე მონარჩენი ხურდაც. პროცენტი და დანაკლისი განაწილებულიყო ჯამაგირის პროპორციულად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი და თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სთავაზობენ 18 ფუთი ქაღალდის შეძენას. განჩინებით ამ საკითხის განხილვა გადაიდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, მეთ. კაკაბაძე, თ. კიკვაძე, თავმჯდომარის ამხანაგი: კ. ნინიძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს წიგნების გადაფასების საკითხზე. გამგეობის გადაწყვეტილებით წიგნების გადაფასება პრეზიდიუმის საქმე იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე აკაკი წერეთლის ნების აღმსრულებელმა კოტე აბდუშელიშვილმა გამგეობას სთხოვა, აკაკის მეუღლისა და შვილის საზღვარგარეთიდან დაბრუნებამდე მისი ნაანდერძევი მამული შორაპნის ერობისთვის არ გადაეცა. გამგეობამ სხვიტორის მამულის გადაცემის საკითხი აღარ განიხილა, რადგან შორაპნის ერობისგან ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხი არ ჰქონდა მიღებული.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ თებერვალს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოხსენება იქ არსებული ქართული სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ სკოლის შესანახად 500 000 მანეთის გადადება გადაწყვიტა. ამ თანხიდან 100 000 მანეთი მალევე უნდა გადაეცათ სკოლისთვის. გამგეობამ სკოლის გამგეს სკოლის საჭიროებისთვის გაწეული ხარჯების დაწვრილებითი ანგარიში მოსთხოვა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ს. ბახტაძის წინადადება მაღაზიის საქმეთა მოწესრიგების თაობაზე. იგი კვლავ ითხოვდა, რომ გამგისა და მისი თანაშემწისთვის მაღაზიის ნავაჭრიდან პროცენტი მიეცათ. გამგეობამ პრეზიდიუმს დაავალა, ან საკითხის გასარკვევად სპეციალისტები მოეწვიათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 აპრილს ქართველტა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საინგილოს დელეგაციის შუამდგომლობა საინგილოს ქართული სკოლების წიგნებით მომარაგების შესახებ. დელეგაციას წარმოადგენდნენ: არჩილ ყულაშვილი, კ. ასლამაზაშვილი, გ. სარდარაშვილი, ნიკ. მალუშაშვილი, დ. შიოშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის 1921 წლის 22 აპრილის ოქმიდან ირკვევა, რომ საინგილოს დელეგაცია ყოფილა განათლების კომისართან, რომელიც დახმარებას შეჰპირდა მომავალში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თ. კიკვაძის მოხსენება საზოგადოებრივ საქმეთა მდგომარეობის შესახებ და ვართაგავას მოხსენება. კრებამ მოისმინა მხოლოდ კიკვაძის განცხადება და პრეზიდიუმის პასუხი, ამიტომ განჩინების თანახმად ამ საკითხის განხილვა გადაიდო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელი იანვრის ჩანაწერის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრს, გიორგი ზდანოვიჩს საწევრო 100 მანეთი ერთიანად ჰქონდა გადახდილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველი იანვრის ჩანაწერის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილმა წევრმა, ზურაბ გველესიანმა ერთიანად გადაიხადა საწევრო 1500 მანეთი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრთა სიაში მოხსენებული იყო იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი, რომელსაც ერთიანად ჰქონდა შეტანილი საწევრო (60 მან.).
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ნამდვილ წევრთა სიაში ირიცხებოდა ნინა (პუპი) აბაშიძე, რომელმაც ერთიანი სამუდამო გადასახადის სახით საზოგადოებას 5 000 მანეთის ღირებულების სოფლის მამული შესწირა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 5 ივნისს ქუთაისისა და სენაკის სააზნაურო სკოლების სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას. ის მიზეზად ასახელებდა კომიტეტის ფაქტობრივ უმოქმედობას: წევრთა უმრავლესობის (დავით ხელთუფლიშვილი ავადმყოფობდა, დავით ლორთქიფანიძეს საკმარისი დრო არ ჰქონდა, სერგი ჯაფარიძე და ნიკოლოზ ჭიჭინაძე თბილისში ცხოვრობენ მუდმივად) სისტემატური დაუსწრებლობის გამო უმცირესობაში აღმოჩენილ წევრებს (დავით ბაქრაძეს, იასონ ბაქრაძესა და კირილე ლორთქიფანიძეს) კანონით არავითარი გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ რჩებოდათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, სიმონ შადურისთვის ორმოცი მანეთი მიეცათ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ილია კიკნაველიძე საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის იმერეთის განყოფილების მდივანი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სოფრომ მგალობლიშვილი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მდივანი იყო, ყარამან ცეცხლაძე – მისი თანაშემწე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლის (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) სწავლის გადასახადი წლიურად 3 მანეთი იყო. სკოლას 90 მანეთი ჰქონდა წლიური შემოსავალი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლას (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) პირველი სამი კლასიდან ავადმყოფობისა და ფეხსაცმლის უქონლობის გამო 7 მოსწავლე გამოაკლდა. დარჩენილი 36 მოსწავლიდან I კლასში 16 ბავშვი იყო, II-ში და III-ში – 8-8 და IV-ში – 4.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლას (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) 43 მოსწავლე ჰყავდა. მათგან I კლასში 17 ბავშვი იყო, II-ში – 13, III-ში – 9 და IV-ში – 4.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ თებერვალს შალვა იოსების ძე თუხარელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხარკოვის უნივერსიტეტის სასჯულმეტყველო ნაწილზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

