საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88484

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართული თეატრის ახალი სეზონისთვის ავქსენტი ცაგარელმა დაიწყო ახალი პიესის „კარდინალ რიშელიეს“ თარგმნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 19 მარტს ვლადიმერ აღნიაშვილის მგალობელთა ხორო ქართულ თეატრში გამართავდა კონცეტრს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართული თეატრის ახალი სეზონისთვის დავით ერისთავმა თარგმნა ნევეჟინის პიესა „მეორედ გაახალგაზდავება“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ დიმიტრი ჯანაშვილი მღვდლად სოფელ ნუხაში გაამწესა. სოფელ თასმალოში მცხოვრევბი ინგილოები, რომლებიც დ. უტიაშვლმა გააქრისტიანა და ისევ აპირებდნენ სარწმუნოების შეეცვლას ჯანაშვილმა გადაარწმუნა, ასევე მან მიმართა „კავკასიაში მართმლმადიდებელ ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას“, რომ გაქრისტიანებული ინგილოებისთვის თასმალოში აეგოთ ტაძარი, რადგან ყორღანში მდებარე ეკლესია მათგან შორს იყო და ვერ ახერხებდნენ წირვაზე ხშირად წასვლას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ვაშლოვანის საზოგადოების ცნობით, მენახშირეებს- პეტრე კელბერაშვილს და სიმონა დათიაშვილს შინდისის აღმართში თავს დაესხნენ ავაზაკები, რომლებმაც მათ წაართვეს ერთი ცხენი და თავში მძიმედ დაჭრეს სიმონა დათიაშვილი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი, რომელიც ქალაქ ნუხაში მოღვაწეობდა და უცხო პირთა მეშვეობით შეაწყვეტინეს მისიონერობა, ელოდებოდა გამოძიების პასუხს, რა მიზეზით გადააყენეს თანამდებობიდან.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობა ქალაქის სანიტარულ მდგომარეობას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. მაგალითად, გაბრიელ თამამშევის ქარვასლის სარდაფებიდან გამოჰქონდათ კასრებისა და სხვა ჭურჭლის ნარეცხი წყალი და სემინარიის ბაღის მახლობლად ღვრიდნენ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მეორედ იბეჭდებოდა გიორგი წერეთლის მიერ თარგმნილი თხზულება „საუკეთესო ცოდნა ცხოვრებაში“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“, მე-2 და მე-3 თავი.

1888

ტიპი: გარდაცვალება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 11 მარტს 15 წლის კონსტანტინე თეთრაძე გაუფრთხილებლობით მიწის ქვეშ მოყვა, მამამისის, მოხელე თეთრაძის სარდაფში და გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტალინსკი ბეჭდავდა „ვეფხისტყაოსნის“ დასაწყისს ქართულ, რუსულ, სომხურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საგეოგრაფიო საზოგადოება კავკასიელის განყოფილებამ მიმართა საიმპერატორო საზოგადოებას თხოვნით, რომ გამოეკვლიათ დევდორაკის მყინვარი, რასაც პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა კავკავის სამხედრო გზისთვის და მეცნიერებისთვის. საიმპერატორო საზოგადოების განცხადებით ეს საქმე უნდა შეესწავლა ადგილობრივ კავკასიურ განყოფილებას, რომლის ხელმძღვანელი ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვისა იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ტაძრისში ტყის მოხელე ნიკო მუსხელიშვილის თაოსნობით ააშენეს სასოფლო სკოლა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობის „უცნაური მუხუდო“  პირველი თავი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავში გაიმართა ორი საქველმოქმედო საღამო თელავის საქალებო სასწავლებლისა და ღარიბი ოჯახის დასახმარებლად. საღამოზე წარმოადგინეს სპექტაკლი „ადვოკატი მელაძე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსახიობმა დავით აწყურელმა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სამხედრო სამინისტრომ მასაჟის შესასწავლად საზღვარგარეთ ექიმი გოპაძე გაგზავნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ჟურნალ „არარატის“ ცნობით კავკავში მცხოვრებ სომეხ გრიგოლ ბაღდასაროვს სომხური ეკლესიისთვის შეუწირავს 3000 მანეთი, იმ პირობით, რომ ეს თანხა წელიწადში ერთხელ მისი სულის შესანდობლად შეეწირათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 9 მარტს პოლიციის მე-7 ნაწილში  გიორგი თამამშოვის ორთქლით მომუშავე წისქვილში სოფელ ხანლის მცხოვრებ იობ კირშელაშვილს თავისივე გაუფრთხილებლობით ჩარხმა მარცხენა ხელზე სამი თითი მოაგლიჯა. დაშავებული სამკურნალოდ გაგზავნეს.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 8 მარტს გაზეთ „ივერიის“ ცნობით თბილისის დედათა გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლემ ევგენია ტერპუგოვისამ თავი მოიწამლა და გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ გავაზში გავრცელებული იყო ქურდობა, კაცის კვლა და ავაზაკობა. ბოლოდროინდელი ცნობებით გაქურდეს ვ. არუთინოვის დუქანი და ნატროშვილის სახლი, თითოეულ მათგანს 10 თუმნის ზარალი მიადგა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 8 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფოთში რკინიგზის მუშამ მოკლა რკინიგზის სადგურის უფროსი დვარაკოვსკი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ციმბირელ ვაჭარ პოლიაკოვს სურდა საქართველოდან გაეტანა კახური ღვინო გასაყიდად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სასამართლომ დავით კეზელის საქმე 21 მარტისთვის გადადო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოსო მაჭავარიანის მიერ ქსნის ხეობაში გაგონილი და ჩაწერილი ხალხური „ვეფხისტყაოსანი“.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 7 მარტს პოლიციელმა ევანგულოვმა ქურდობის ბრალდებით დააკავა სანდრო მანიევი და მიხა ბაღდასაროვი.