საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92125

1890

ტიპი: თანამდებობა

არქიმანდრიტი ნიკოლოზი, რომელიც 1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, შემდგომში ვარშავის არქიეპისკოპოსი გახდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს, მიუხედავად ცუდი დამოკიდებულებისა, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორმა, ნიკოლაი დარსკიმ თევდორე კიკვაძეს შესთავაზა კიევის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება და სარეკომენდაციო წერილსაც შეჰპირდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორს, არქიმანდრიტ ნიკოლოზს შეეძლო სემინარიაში მოწაფეთა აჯანყების მეთაურები სრულად გაერიცხა სემინარიიდან, თუმცა იგი მხოლოდ ყოფაქცევაში ოთხიანების გამოყოლებას დასჯერდა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წელს სახალინის ციხის უფროსმა ტუსაღი იოსებ ლაღიაშვილი შვილების მასწავლებლად აიყვანა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს სახალინის კატორღიდან გაქცეულმა იოსებ ლაღიაშვილმა და მისმა თანამგზაველებმა ტყეში ხეტიალის შემდეგ ნავი იპოვეს და ზღვაში შევიდნენ, ერთი კვირის შემდეგ მათი ნავი იაპონიის ნაპირზე გამოირიყა.

1890

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1890 წელს ამერიკაში ჩასულმა იოსებ ლაღიაშვილმა სახელი და გვარი გამოიცვალა და თომ კოქსი (სხვა მონაცემებით – ჯოზეფ ლანტე) გახდა.

1890

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1890 წელს ამერიკაში ჩასულმა იოსებ ლაღიაშვილმა ფერმაში დაიწყო მუშაობა, ინგლისური შეისწავლა და ლექციებს ისმენდა უნივერსიტეტში.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-იან წლებში, ვლადიკავკაზის შემდეგ, გიორგი კვინიტაძე პოლონეთში მსახურობდა.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს კოტე აფხაზმა ოფიცერთა საარტილერიო სკოლაში დაასრულა სწავლა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლიდან კოტე აფხაზი 39-ე საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

ზაქარია ბაქრაძემ თავისი სამხედრო კარიერა 1890 წელს თბილისის კადეტთა კორპუსში სწავლით დაიწყო.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 29 დეკემბერი“, რომელიც თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საახალწლო მილოცვები“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 28 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის სნეულებანი“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 23 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სწავლების წესი რუსეთის გიმნაზიებში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 19 დეკემბერი“, რომელიც თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „დღევანდელი სპარსეთი“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 17 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 16 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „აზია წინათ და ეხლა“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 14 დეკემბერს მიხეილ ქართველიშვილმა იაკობ გოგებაშვილს წერილით შეატყობინა ინფორმაცია სოფელ რუხის შესახებ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 12 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამთა კავშირის მოსალოდნელი დასასრული“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 4 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პასუხი კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოებას პეტერბურგიდან“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა მიხეილ ქართველიშვილს მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სოფელ რუხში სკოლის გახსნას აპირებდა. გოგებაშვილმა ქართველიშვილს ამ სოფელზე შემდეგი ცნობების მიწოდება სთხოვა: ზუსტად სად მდებარეობდა, ქართველების გარდა კიდევ ვინმე თუ ცხოვრობდა, სოფელს თუ შეეძლო სკოლის შენახვა, იქაური მაზრის უფროსი ვინ იყო, მღვდლად ვინ მსახურობდა და ა. შ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის გაგზავნილი პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თარგმანი.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 25 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სამართალი და ზღვევა“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 ნოემბერს თბილისის საცავი ბრიტანეთისა და უცხოეთის საბიბლიოთეკო საზოგადოებას უგზავნის წერილს, რომელშიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიისათვის ითხოვს ქართული ფსალმუნის 5 და ქართული ევანგელეს 20 ეგზემპლარს. წერილს ხელს აწერს სტეფანე შიუკოვი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, იაკობ მანსვეტაშვილმა, მიხეილ საბინინისგან გასაყიდად მიიღო „საქართველოს სამოთხის“ 4 ეგზემპლარი.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 23 ნოემბერი“. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „უნაღვლოდ ყოფნა, როცა გარს ამდენი სანაღვლებელია“.