საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88484

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი და ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის 12 სხდომიდან ყველას დაესწრნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე. იმ წელს ჭიათურის განყოფილების შემოსავალი იყო 832. 18 მან., გასავალი – 578. 12. 1917 წლის პირველ იანვარს 254. 06 მან. ნაშთი ჰქონდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე იყო, წიგნის მაღაზია გახსნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე იყო, 94 ნამდვილი წევრი ჰყავდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის 12 სხდომიდან 2-ს დაესწრო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე იყო, 12 სხდომა გამართა და 51 საქმე განიხილა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ნოემბერს პლატონ გიორგის ძე კეშელავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 დეკემბერს მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ აფხაზი თავადის, გიორგი მიხეილის ძე შარვაშიძის, ინიციატივით ბათუმში გამართული ჭიდაობიდან შემოსული თანხის მესამედი – 12. 92 მანეთი თავისი მმართველობის ქვეშ მყოფი სკოლისთვის გადაეცა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის პირველ თებერვალს ანტონ არქიპოს ძე გვერდწითელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკურ განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 დეკემბერს მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მოსწავლეები საახალწლოდ 21 დეკემბერს დაითხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 მაისს არჩილ ბაირამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამეურნეო ინსტიტუტში სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა. იგი საზოგადოებას სწავლის დასრულების შემდეგ თანხის დაბრუნებას შეჰპირდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბერს კონსტანტინე სიმონის ძე ნემსაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ნინო და ელისაბედ ანდრონიკაშვილებს თავიანთი მამულის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილებისათვის გადაცემა სურდათ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს მიხეილ მიხეილის ძე გიორგობიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს ანტონ არქიპოს ძე გვერდწითელი კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკურ განყოფილებაზე სწავლობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს მიხეილ მიხეილის ძე გიორგობიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს კალისტრატე ჩიჩუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს ქეთევან მგელაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს თინათინ ნაკაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს რუსუდან ნაკაშიძე პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამეურნეო განყოფილებაზე სწავლობდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 9 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ დეკემბრის დასაწყისში სკოლაში 54 მოსწავლე ჰყავდა – 21 მაჰმადიანი და 33 ქრისტიანი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ სოფია თევდორეს ასული ავალიშვილი, გრიგოლ მიხეილის ძე არჯევანიძე, იოსებ გიორგის ძე ავალიშვილი და თამარ ნიკოლოზის ასული ავალიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.