საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81645

1884

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1884-1885 წლების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას ბათუმის სკოლისთვის საკუთარი შენობა სჭირდებოდა, რადგან ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა მატულობდა და სასკოლო სახლის ქირის ფასიც თანდათან იზრდებოდა. საზოგადოებას ბათუმის მაჰმადიანი ქართველების იმედი ჰქონდა,რომლებიც სკოლისთვის ადგილს შეჰპირდნენ. ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, გიორგი ქართველიშვილი, გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში 30 მაჰმადიანი და 30 ქრისტიანი მოსწავლე სწავლობდა. მაჰმადიანებიდან 11 ბეგი, 6 აღა და 8 ეფენდი იყო. ქრისტიანებიდან 5 აზნაური, სხვა დანარჩენი კი გლეხი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის საურთიერთო ნდობის საზოგადოება გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების №233 მიმართვას. მათი ცნობით, საზოგადოებას ეგზავნებოდა 100 მანეთი, საიდანაც 80 მანეთი უნდა მოხმარებოდა ილია ჭავჭავაძის საქმის გაგრძელებას, 20 კი – საფლავის ძეგლის აგებას. უწყებას ხელი მოაწერეს დირექტორმა ნესტორ დავითაიამ და თავმჯდომარემ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლისადმი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი თანდათან მატულობდა, რაც შემოწირულობათა რაოდენობაზე აისახა. სახელდობრ, 1884-1885 საანგარიშო წელს საზოგადოების სასარგებლოდ 331 მანეთი შეგროვდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში ქართული წერა-კითხვა ისწავლა 47-მა მაჰმადიანმა და 24-მა მეგრელმა მოსწავლემ. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ.გოდორია) და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1907

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას შეტყობინება გაუგზავნა საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე ანდრია ერისთავმა, რომ ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოება ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ გაიღებდა შესაწირს სახელოვანი პოეტის ძეგლის ასაშენებლად, მაგრამ გამგეობა იმედოვნებდა, რომ მომავალ კრებაზე გადაწყდებოდა ეს საკითხი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული პრობლემები მოახსენა. ერთ-ერთი პრობლემა სკოლებში, პირველ კლასში საჭირო ნივთების უქონლობა იყო, რაც სასწავლო პროცესს აფერხებდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სემინარიის შეგირდის ვასილ კარბელაშვილის თხოვნა იმის შესახებ, რომ გამგეობა მას ხარლამპ ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში სწავლის საფასურის გადახდაში დახმარებოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლაში სულ 56 ბავშვი სწავლობდა. მათგან 49 ეროვნებით ქართველი და 7 სომეხი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ.გოდორია) და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლის პირველ განყოფილებაში 31 ბავშვი სწავლობდა. მათგან 21 ვაჟი და 10 გოგონა იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია) და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლაში პირველად 26 მოსწავლე მიიღეს. მათგან 9 გოგონა და 17 ვაჟი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია) და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლაში პირველად 26 მოსწავლე მიიღეს. მათგან 21 ეროვნებით ქართველი და 5 – სომეხი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია) და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1910 წლებში ქუთაისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას (გამგეობის მდივანი – არჩილ ავალიშვილი) არ მოსწონდა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული პროექტი და საჭიროდ მიაჩნდა კონკურსის გამოცხადება.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ ბათუმის სკოლისთვის 1874 მანეთი და 31 კაპიკი დახარჯა. ასეთი დიდი ხარჯის მიზეზი ის იყო, რომ საზოგადოებას სასკოლო სახლი დაქირავებული ჰქონდა და მისი შენახვა ძალიან ძვირი უჯდებოდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია) და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1884

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ბათუმის სკოლის შემდეგ წინარეხის სკოლა გახსნა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლის 34 მოსწავლიდან 20 გოგონა იყო. ანგარიშს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე მაჩაბელმა, გიორგი ქართველიშვილმა, გრიგოლ ყიფშიძემ და ივანე ბაგრატიონმა.

1884

ტიპი: განათლება

წინარეხის სკოლის პედაგოგმა სალომე მაღალაშვილმა წმინდა ნინოს სასწავლებელი დაამთავრა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლაში გოგოების რიცხვი ბევრად აღემატებოდა ვაჟებისას, რისი მიზეზიც იყო, რომ პედაგოგი სალომე მაღალაშვილი გოგონებს ხელსაქმესაც ასწავლიდა.

1884

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1884-1885 წლების ანგარიშის მიხედვით, ქართველმა სტუდენტებმა, რომლებიც ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლობდნენ, საზოგადოებას ქართული წიგნების გაგზავნა სთხოვეს, გრადგან სრულიად მოკლებულნი იყვნენ მშობლიურ ენაზე შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, გიორგი ქართველიშვილი, გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ ხარკოვის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს ქართულ ენაზე გამოცემული ყველა ჟანრის წიგნი გაუგზავნა. ბევრმა გამომცემელმა სტუდენტებს საკუთარი დაბეჭდილი წიგნები უფასოდ დაუთმო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ მასწავლებლებისთვის გრამატიკის, გეოგრაფიის, „მოთხრობები საქართველოს ისტორიიდან" და არითმეტიკის სახელმძღვანელოების შესაძენად პრემიის დანიშვნის შესახებ ადგილობრივ გაზეთში ინფორმაცია დაებეჭდა და სახელმძღვანელოების წარდგენის დროდ 1881 წლის 1-ლი იანვარი გამოეცხადებინა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს მოახსენა, რომ მასწავლებლებს არ ჰქონდათ გრამატიკის, გეოგრაფიის, „მოთხრობები საქართველოს ისტორიიდან", არითმეტიკისა და მასწავლებლის სახელმძღვანელოები.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამფუძნებელ წევრებად 27 ადამიანი აირჩია. მმართველობამ მათ მისცა საჭირო წესების კრებული, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწერდნენ, რომ ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოება (გამგეობის მდივანი – არჩილ ავალიშვილი) სხვადასხვა სამწუხარო მიზეზის გამო 31 აგვისტოს ვერ ახერხებდა დელეგატის გაგზავნას ვერც ილია ჭავჭავაძის პანაშვიდზე და ვერც კრებაზე დასასწრებად. საზოგადოება აუცილებლად მიიღებდა ნივთიერ მონაწილეობას საფლავის ძეგლის აგებაში.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების ნებართვით გაიხსნა მუზეუმი, სადაც სხვადასხვა პირთა მიერ შემოწირული ძველი ისტორიული და არქეოლოგიური ნივთები, ასევე სანუმიზმატიკო ნიშნები გროვდებოდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.