რეგისტრირებული ფაქტები81551
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმში განხილული იყო მარიამ დემურიას თხოვნა ნაძალადევში სამკითხველოს გახსნის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ალექსანდრე ჭყონიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ანასტასია წერეთლის ნაჩუქარი მიწის იურიდიული საკითხის მოგვარება დაავალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვასილ ედილაშვილს 32 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 5 ივნისს ივანე რატიშვილმა ბათუმის სკოლაში რევიზორად მუშაობაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს კონსტანტინე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ხონის ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების გაგზავნა სთხოვა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის მაისში ივანე ლუარსაბიძე დუშეთის მაზრის ხაზინაში ბუღალტრის თანაშემწედ მუშაობდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ დავით კარიჭაშვილი სენაკის სკოლის რევიზორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ავალიშვილს 25 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ბეგოიძეს 25 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 34.62 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ქალთა ამხანაგობას წიგნებზე მუშაობისთვის 9.37 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პოლიევქტოს კარბელაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 2.88 მანეთი გადაუხადეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 23 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის ექიმთა პროფესიულმა კავშირმა ქუთაისის რეალური სასწავლებლის ექიმის ვაკანტურ ადგილზე რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე ვიქტორ ნიკიფორეს ძე ხუსკივაძე (1837 წელს დაბად.) წარადგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ივანე დიმიტრის ძე ლუარსაბიძეს დუშეთის მაზრის ხაზინაში ბუღალტრის თანაშემწედ მუშაობისას თავდებად შიო არაგვისპირელი ედგა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 22-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველ სექტემბრისათვის ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მუშაობდნენ: სერგო თოფურია, ანტონ სულამანიძე, პავლე ბჟალავა და უშანგი ბაღათურია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ივანე აბაშიძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა ეცნობებინა, რამდენად დიდი იყო ზესტაფონში სამკითხველოს გახსნის ინტერესი, საზოგადოებას წლიურად რა თანხის გაცემა დასჭირდებოდა და ვინ იქნებოდა სამკითხველოს დირექტორი.