რეგისტრირებული ფაქტები81358
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა სექციამ შალვა დადიანის რეჟისორობით სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში ჰაუპტმანის ორმოქმედებიანი პიესა „ჰანელე“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ჭიათურის სცენისმოყვარეთა წრემ ვანო ბარველის რეჟისორობით ერთმოქმედებიანი დრამა „მაღაროს უფროსი მუშა“ წარმოადგინა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 ივნისის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ყველა მოთხრობა შეაგროვა, რომ შემდეგ ცალკე წიგნად დაებეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 ივნისის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე სასამართლო მომავალ აგვისტოში გაიმართებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 ივნისის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ნიკო ჩქოტუას ვლადიმერ სპასოვიჩი დაიცავდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე მირზოევის მაღაზიების დაწვა სამჯერ სცადეს.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, სპირიდონ დვალი რაჭაში ნოტარიუსად მუშაობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში გიორგი ჯაბაური სახალხო სახლის სცენაზე დასადგმელად ილია ჭავჭავაძის „განდეგილს“ ამზადებდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის თეატრში მარგარიტა ქილარჯიშვილის საბენეფისოდ „ახალი მოძღვრება“ უნდა წარმოედგინათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში კონსტანტინე ფოცხვერაშვილი ადგილობრივმა ქართველებმა ვორონეჟში დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური ნაწილის ორგანიზატორად მიიწვიეს.