საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87038

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ დაგირავებული მამულების მოსავლელად შექმნილ ადმინისტრაციას შემოსავლის 60-70% ბანკისთვის მიეცა, სხვა დანარჩენი კი თავისი საქმისთვის გამოეყენებინა და მემამულეებისთვისაც გაენაწილებინა, რათა შიმშილით არ დახოცილიყვნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანმა წერილით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს, რომ დაგირავებული მამულების მოვლასა და მათგან შემოსავლის მიღებას თუ ბანკი ან დამფასებელი კომისია ვერ მოახერხებდა, შეიძლებოდა სპეციალური ადმინისტრაციის შექმნა, რომელსაც მამულების მოვლას მიანდობდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ უსაფუძვლო იქნებოდა ისეთი წესის მიღება, რომელიც დაგირავებული მამულების არგაყიდვას გაითვალისწინებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ სესხისა და ვალის ბანკში შეტანა ისე გაეადვილებინათ, როგორც სახელმწიფო ბანკმა გაუადვილა აზნაურებს ვალის გადახდა და შეუმცირა ფულის სარგებელი. სწორედ ამ საკითხზე უნდა ემსჯელა ბანკის მეპატრონეებთან ერთად, ირონიულად კი არ უნდა ელაპარაკათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, თუკი ბანკის უმცროსმა თანამშრომლებმა ვერ მოიფიქრეს, რომ სასოფლო მამულის მფლობელი 10-12%-ს ვერ გადაიხდიდა, თავად უფროსებს უნდა შეემუშავებინათ მემამულეებისთვის დასახმარებელი გეგმა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკი ერთად დააარსეს გაჭირვების ჟამს, ხუთ-ხუთი მანეთი შეაგროვეს, საკმაოდ ბევრ ფულს მოუყარეს თავი ერთობლივი ძალისხმევით და სამოციათასი თუმნის ბრუნვით შექმნეს ფინანსური წყარო, რათა ყველას ხელი მომართვოდა. ვინაიდან, ასეთი თანამშრომლობა აკავშირებდათ შორიდან არ უნდა ესაყვედურა ისე, თითქოს უცხო ყოფილიყო, ერთად უნდა ესაუბრათ პრობლემებზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ არ იმსახურებდა საჯაროდ დატუქსვას და უსამართლოდ უწოდებდა მას საბანკო საქმეების უცოდინარს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „ქალის მშვენიერების იდეალი ქართულ საერო ლექსებში“.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ შაფრანოვი თბილისში ფლობდა დუქანს და ყიდდა საოფიცრე ავეჯს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ შაფრანოვი იყო მე-2 გილდიის ვაჭარი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვაჭრობის ზედამხედველი იყო ყორღანოვი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჰაჯი ჰუსეინ-ყული იყო მეფურნე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვაჭრობის ზედამხედველმა ყორღანოვმა მეფურნესთან ჩითახოვების სახლებში აღმოაჩინა გამგეობისაგან ბეჭედდასმული სასწორი და გირვანქიანები. მეფურნე სასამართლოსთვის უნდა გადაეცათ.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჰაჯი ჰუსეინ-ყული თბილისში ფლობდა ფურნეს.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 21 მაისს ოთხშაბათს თბილისის საოლქო სასამართლოში განიხილავდნენ არუთინოვის საქმეს, რომელსაც ბრალდებოდა მცირეწლოვანი ქალის გაუპატიურება და დახრჩობა. მისი საქციელით აღშფოთებული იყო მთელი თბილისი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილმა დაღესტანში ნაპოვნი მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძის მიერ დაწერილი ხელნაწერი წიგნი შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომელიც ძველი ხელნაწერი წიგნების ბიბლიოთეკას ფლობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილს დაღესტანში უპოვნია მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძის მიერ დაწერილი ხელნაწერი, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველ ნაწილში მოთხრობილი იყო მუსლიმთა სარწმუნოების წესი, მეორე ნაწილში – არაბულ-სპარსულ-ქართული ლექსიკონი, არაბული თვლის სისტემა და ანბანი საიდუმლო მიწერ-მოწერისთვის, ხოლო მესამე ნაწილში – ასოთსამღერალო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ყიფიანის გამოხმაურება ამავე გაზეთის მე-13 და მე-14 ნომრებში გამოქვეყნებულ სტატიებზე თბილისისა და ქუთაისის ბანკების შესახებ.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 21 მაისს ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულ დავით ჯავახოვს თბილისის საოლქო სასამართლომ 15 წლიანი კატორღა მიუსაჯა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფან მაჩაიძე ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვი ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროზ ვართანოვი ვაჭარი და მეფურნე იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „კავკასია“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვს ყალბი ფრანგული გირვანქიანები აღმოუჩინეს. საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროზ ვართანოვს გამგებლისაგან ბეჭედდაუსმელი სასწორი და ყალბი გირვანქიანები აღმოუჩინეს. საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.