რეგისტრირებული ფაქტები89466
სორტირება თარიღი კლებადობით
1887
ტიპი: ღონისძიება
1887-1899 წლებში ცენზურა უზღუდავდა ნაწარმოებებში საკუთარი აზრის გამოხატვას ივანე მაჭავარიანს და იმდროინდელ სხვა მწერლებს.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სტუდენტთა მიერ მოწყობილ არეულობაში მონაწილეობის გამო დუტუ მეგრელს მეტად ცხარე შელაპარაკება მოუვიდა დედასთან. აღელვების შედეგად დიმიტრის სისხლით ხველება დაეწყო და ექიმის რჩევით ის და დედამისი საქართველოში დაბრუნდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელმა და სხვა ქართველმა სტუდენტებმა წაიკითხეს ლავროვის „ისტორიული წერილები“.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ტოლათსოფელში ყოფნის დროს ვაჟა-ფშაველა სუფრაზე ფშაურ სიმღერებს შემოსძახებდა ხოლმე და იქ დამსწრე ხალხი აღტაცებაში მოჰყავდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს სიმონ ქვარიანმა პირველმა აღმოაჩინა კავკასიაში ვაზის გამანადგურებელი ფილოქსერა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წელს თედო კიკვაძის რედაქტორობით ფარულად გამოდიოდა მეტად კონსპირაციული ხელნაწერი ჟურნალი „ლამპარი“.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში თედო კიკვაძის სწავლის პერიოდში ახალგაზრდების მცირე ჯგუფი მისი რედაქტორობით ფარულად უშვებდა ხელნაწერ ჟურნალს „ლამპარი“. ამ ახალგაზრდებს შორის იყვნენ ფილიპე მახარაძე და ნოე ჟორდანია.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ფილოქსერით განადგურებული ვენახების აღდგენის მეთოდმა, რომელიც სიმონ ქვარიანის შემუშავებული იყო, დიდი სარგებელი მოუტანა სავენახე რაიონებს.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს სიმონ ქვარიანმა პირველმა შემოიღო ფილოქსერით განადგურებული ვენახების ამერიკულ ვაზებზე დამყნობით აღდგენის მეთოდი.

