საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89459

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას ლექსი „ჩვენს მხცოვან მოღვაწეებს“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში დაიბეჭდა შიო არაგვისპირელის მოთხრობა „ღმერთო, დაილოცოს შენი სამართალი!“

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს სვიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მარიამ მაყაშვილისა გორის ანასტასიის დედათა პროგიმნაზიის ზედამხედველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

ალექსანდრე ჯაბადარი იყო ქართველთა წიგნის გამოცემის ამხანაგობის მმართველი.

1896

ტიპი: თანამდებობა

თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე იყო კონსტანტინე მუხრანბატონი, თავმჯდომარის ამხანაგი – მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მიხეილ ყიფიანი, პავლე ყიფიანი, ილია წინამძღრიშვილი, ნიკო ცხვედაძე და რაფიელ ყაზბეგი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ალაგირში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება დაარსდა. 1916 წელს ამ განყოფილების თავმჯდომარე მღვდელი გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

ივანე მაჭავარიანი იყო ქართველთა წიგნის გამოცემის ამხანაგობის ხაზინადარი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სასოფლო სკოლების რიცხვის გამრავლებაზე ეზრუნათ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება საინგილოში სკოლის დაარსების შესახებ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს სიო დიმიტრის ძე ჭანტურიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების მდივანი იყო.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს სოლომონ შოშიაშვილი თბილისის საქალაქო ეკლესიათა პირველი ოლქის ბლაღოჩინი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების მდივანი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სიმონ ბესარიონის ძე ღოღობერიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილება დაარსდა. 1916 წელს იოსებ იულონის ძე დადიანი ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ილია სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მღვდელი ლაზარე ტურიაშვილი გორის ანასტასიის დედათა პროგიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნიკოლოზ ლომოური გორის ანასტასიის დედათა პროგიმნაზიაში ქართულ ენას ასწავლიდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ფშავში წერა-კითხვის სწავლის მსურველი ბევრი იყო, მაგრამ მთის სოფლების დაქსაქსულობისა და სიშორის გამო მშობლები შვილებს სახალხო სკოლებში ვერ უშვებდნენ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მღვდელი ბიძინა გაბარაშვილი ბაქოს დედათა გიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ვასილ ბეჟანის ძე ხუჭუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ხაზინადარი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ნიკოლოზ ზაქარიას ძე გიორგობიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას მისწერა, რომ ფშავში წერა-კითხვის ცოდნის გასავრცელებლად გამგეობას სხვა ქვეყნების მსგავსად მოძრავი სკოლები უნდა დაეარსებინა.