საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1900

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, ალექსანდრე გარსევანიშვილის წასვლის შემდეგ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის დროებითი გამგეობა ჩააბარეს იმავე სკოლის მასწავლებელ მიხეილ ჩინჩალაძეს, სკოლის ინპექტორად კი ალექსი ჭიჭინაძე მიიწვიეს.

1900

ტიპი: განათლება

1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა – ალექსანდრე ჭყონიამ და ალექსანდრე მიქაბერიძემ – ბათუმის სკოლა მოინახულეს. მათი მოხსენების მიხედვით, სკოლაში სწავლის საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ მაჰმადიანი მოსწავლეები ოდნავ ჩამორჩებოდნენ დანარჩენებს. მათ სკოლის სამზრუნველო გააფრთხილეს, რომ ყველა ღონე ეხმარათ მაჰმადიანთა სწავლის გასაუმჯობესებლად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 მარტს სოფელ ხიდისთავის სამკითხველოს გამგე ანტონ რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ ხიდისთავის სამკითხველო მათი გამომცემლობის წიგნებით მოემარაგებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ტიტე ქიქოძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისთვის დროებით გადაეცათ „კარაბადინი“ და სხვა საექიმო წიგნები. ნიკოლოზ ცხვედაძემ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იოსებ იოსების ძე ანთაძის, დომენტი ართილაყვას, ნესტორ ტიმოთეს ძე ბოკუჩავას, ანდრია ივანეს ძე ბეგიაშვილის, ვლადიმერ ილიას ძე ბაბილუას, თედო ბეგიაშვილის, დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილის, ანა სტეფანეს ასულ გაბელაიასა და კონსტანტინე გიორგის ძე გეგელიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ანასტასია წერეთლის თხოვნის საფუძველზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა თბილისის მეორე სამკითხველოს 11 მანეთის წიგნები გაუგზავნეს. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: ვალერიან ლორთქიფანიძემ, დავით კარიჭაშვილმა, გრიგოლ ყიფშიძემ და სხვებმა.

1900

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, წინარეხის სკოლის მზრუნველები იყვნენ იოსებ ცხვედაძე და ს. მალაქაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თბილისის მეორე სამკითხველოსთვის წიგნების გაგზავნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველიდან 20 მარტამდე საზოგადოებას 15546.93 მანეთი ჰქონდა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 20 მარტს ნიკოლოზ ცხვედაძემ განჯის გუბერნიის კანცელარიის წევრებს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართული ღონისძიებიდან მიღებული 293.37 მანეთისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 მარტს ტერეზია შერვაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ განჯაში გამართულ ღონისძიებაზე შესაწირის სახით 54.30 მანეთი გაიღო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 მარტს პეტრე ჩარექიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სახალხო სკოლების დირექტორის ნებართვის გარეშე თონეთის სკოლებში სწავლა არ უნდა შეწყვეტილიყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 7 ოქტომბერს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე გრიგოლ სვიმონიშვილმა თელავის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად შუამდგომლობა განათლების სამინისტროს სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს ვარლამ მგელაძის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ვანის რაიონის საზოგადოების კრებამ ვანის დაწყებითი სასწავლებლის რვაკლასიან გიმნაზიად გადაკეთების საკითხი განიხილა. ოქმს ხელს აწერდა ვანის საზოგადოების კომისარი მოსე ბელთაძე.

1900

ტიპი: განათლება

1900-1901 სასწავლო წელს ხელთუბნის სკოლაში ორი მასწავლებელი იყო: თედო რაზიკაშვილი და ხელსაქმის მასწავლებელი ანასტასია შავლახაშვილი.

1895

ტიპი: განათლება

1895 წელს კავკავის სკოლასთან დაარსდა საკვირაო სკოლა უფროსებისათვის, სადაც ასწავლიდნენ გიორგი ნათაძე, პართენ გოთუა, კონსტანტინე გვარამაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, ნიკოლოზ კურდღელაშვილი და მთავარდიაკვანი ღუდუშაური.

1900

ტიპი: თანამდებობა

გომარეთის სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა მღვდელი ზაქარია გულისაშვილი, დანარჩენ საგნებს – ი. ფორაქაშვილი, ხოლო 1900 წლის მაისიდან მის მაგივრად დაინიშნა ერასტი გორდელაძე.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 22 ოქტომბერს ე. ნანუკაშვილი თელავის მეორე ვაჟთა გიმნაზიის მეხუთე კლასში ჩაირიცხა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ მღვდელ ბესარიონ ფირცხალავას მოთხოვნა სკოლისათვის წიგნების გაგზავნის თაობაზე არ დაკმაყოფილებულიყო, რადგან გამგეობამ სამეგრელოს სკოლებისთვის სასწავლო ნივთები და წიგნები გაუგზავნა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლებლების საბჭოს და მთხოვნელს ხსენებული საბჭოსთვის უნდა მიემართა. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ანა სტეფანეს ასული გაბელაია ქალთა უმაღლესი კურსების საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

თამარ ილიას ასულმა იმერლიშვილმა დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი და თბილისის რომელიმე გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.