საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90446

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, გამოჯანმრთელებამდე პარიზიდან საქართველოში ნუ ჩამოხვალ, მგზავრობისგან თავი შეიკავეო.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, შენი ავადმყოფობის ამბავმა ძალიან დამამწუხრაო.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, რომ „წმინდანიანის“ პარიზში ხელმეორედ გამოცემა უნდოდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, 26 მაისს პარიზში მცხოვრებმა ქართველებმა კრება გამართეს კაფე „ვოლტერში“, რომელსაც მეც დავესწარიო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, რომ წინა ღამეს გრიგოლ რობაქიძე დაესიზმრა.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა და სთხოვა, შენი სურათი გამომიგზავნე, ძალიან მომენატრა ნაცნობი სახეების დანახვაო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, პარიზში, ჩემი ჟურნალის გამომცემლობაში ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმება მსურსო.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი ბოლშვიკებმა დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი ბოლშევიკებმა დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მაისს ანანია ანდრიას ძე სტურუა მეორედ დააპატიმრეს და გადასცეს ჩეკას კომისარ ლელაშვილს, რომელმაც დაკითხა. ჩხრეკისას არაფერი არ აღმოაჩნდა. დადგენილების თანახმად, სტურუა იყო აქტიური წევრი მენშევიკების პარტიისა, აწარმოებდა ხელისუფლების წინააღმდეგ ფარულ ბრძოლას, ირიბი მტკიცებების მოწმობით, სტურუას ჰქონდა კავშირი მენშევიკების ცეკას წევრებთან. თვითმხილველების თქმით, ის იყო პარტიის წევრი, მაგრამ უარყოფდა. ГПУ-ს განკარგულებით გადაასახლეს სამი წლით (ადგილი უცნობია).

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 5 მაისს დაკავებულ ანანია ანდრიას ძე სტურუას ჰყავდა: მამა – ანდრია, 58 წლის; დედა – 55 წლის, დიასახლისი; მეუღლე – ნინა, 23 წლის; შვილი – 13 წლის.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წლის 5 მაისს დაკავებული ანანია ანდრიას ძე სტურუა ცხოვრობდა თბილისში, ვოროშილოვის ქ. N29-ში.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წლის მაისიდან 1934 წლამდე შალვა მაღლაკელიძეს ლატვიაში მოუწია ცხოვრება.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკოლოზ ზანდუკელი დახვრიტა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 51 წლის ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დახვრიტა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი აჯანყების მომზადებაში მონაწილეობდა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი იყო სამხედრო სკოლის მასწავლებელი.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის ცნობით ალექსანდრე ანდრონიკაშვილი იყო ყოფილი თავადი.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 32 წლის იასონ კერესელიძე დახვრიტა.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის ცნობით იასონ კერესელიძე ყოფილი აზნაური იყო.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის მაისში იასონ კერესელიძე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 26 წლის ლევან კლიმიაშვილი დახვრიტა.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის მონაცემებით, ლევან კლიმიაშვილი იყო ყოფილი აზნაური.