საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87012

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენება პეტრე მელიქიშვილის მიერ საზოგადოებისთვის შეწირული წიგნების შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ბეგოიძეს 35 მანეთი გადაუხადა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგობის სხდომაზე ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის ანდერძის შესახებ მოხსენება განიხილეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყოველი თვის პირველში გამგეობის ერთ-ერთ წევრს თავმჯდომარის დავალებით სალარო უნდა შეემოწმებინა. იანვრის შემოსავალ-გასავლის შემოწმება ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს დაავალეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავის გამგე იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ, ექიმ ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ნემსაძის ცნობის თანახმად, საქმე ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის ანდერძის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ჰქონდა გადაცემული.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წელს ილარიონ ეგნატეს ძე გერსამია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1914 წლის იანვარში საზოგადოებაში შევიდა 6577. 3 მანეთი და დაიხარჯა – 5979. 1.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძის ანდერძის შესახებ.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ილია ალხაზაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დიაკვანი ილია მათიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ვალერიან ლევანის ძე გუნია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს მღვდელი ნიკოლოზ ფრუიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 თებერვალს მარიამ ევდოშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილის სწავლის დაფინანსება სთხოვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 თებერვალს ეფროსინე აღლაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი ვაჟისთვის უმაღლესი სასწავლებლის დასრულებამდე ყოველთვიური დახმარების გაგრძელება სთხოვა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ტარას გრიგოლის ძე ახვლედიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 24 იანვარს იაკინთე გიორგაძე, ნიკოლოზ ჯომარჯიძე, გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე, მიხეილ ივანეს ძე ქიმერიძე, ზაქარია თევდორეს ძე დანელია და დავით დიმიტრის ძე ქიტიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის ფილიალის დამფუძნებელმა კრებამ განყოფილების თავმჯდომარედ ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანი აირჩია.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანმა საზოგადოების მთავარ გამგეობას ბორჯომში სამკითხველოს გახსნისა და ქართული წიგნების უფასოდ გადაცემის თხოვნით მიმართა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 12 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ საზოგადოების ბორჯომის განყოფილებას 23 მანეთისა და 28 კაპიკის ღირებულების ქართული წიგნები გაუგზავნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანმა საზოგადოების მთავარ გამგეობას წიგნებისა და მოსწავლეთა ნივთების საწყობის გასახსნელად 500 მანეთის კრედიტი სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 31 მაისს ივანე ბეჟიტაძემ, მარკოზ გავრილოვმა და რაჟდენ გვერდწითელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი თვის საწევრო გაუგზავნეს და ბორჯომში საზოგადოების განყოფილების გახსნა სთხოვეს.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დიმიტრი ფავლენიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.