საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81393

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელთა სამზრუნველოს მოხსენება გამგეობისგან სახელმძღვანელოდ მიცემული ინსტრუქციის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი განხილულიყო გამგეობის ყველა წევრის თანდასწრებით. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: ნატალია ხუბუა, გიორგი მირზოევი, პეტრე ფრეიმანი, ანდრეი ნოსევი, კონსტანტინე სუხიევი, ლიუბოვ ორლოვა-ლაზარევა, ელენა ლაზარევა-პავლოვა, ალექსანდრე გარატიაშვილი, გერასიმე ზურაბოვი, სერგო მარტიროსიანი, ი. ფილდმანი, ვლადიმერ ზირმანი, სერგო დანელიანცი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: შალვა სანიკიძე, ევგენია ზახარინი, სერგო იურევსკი, ვასილ არუთინოვი, მელიტონ დგებუაძე, ნესტორ იმნაიშვილი, რუბენ დანელიანი, სურენ ასრატიანი, ტიგრან მელიქ-აბრამიანი, პეტრე ქაშაკაშვილი, ე. გროსი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: პავლე გოლოვკოვი, ვალენტინ ანდრეოტი, ბორის უტულოვი, შალვა ჭანკოტაძე, ნინა ოთაროვა, იოსებ ბოზნანსკი, ნიკოლოზ კალატოზიშვილი, თეოფილე კეჭაყმაძე, ალექსანდრე შახოვი, თეოდორე პოპოვი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: სიმონ ზალდასტანიშვილი, დავით ბარკოვსკი, ნერსეს ადამიანცი, ივანე გოძიევი, ივანე ალიბეგოვი, ივანე ისაკაძე, არტემ ლომია, დავით სვანიძე, კონსტანტინე ანდრონიკოვი, გ. მირზოიანი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: ალექსანდრე არდიშვილი, სერგო მდივანი, პავლე უშენინი, ვლადიმერ ბოჟენკო, სერგო მჟავია, ელიზავეტა კალანტაროვა, გრიგოლ ტერტეროვი, დერენიკ ტერ-ბარსერიანი, ნესტორ თევდორაძე, ა. რამიშვილი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: პავლე ზილმანი, ლევ ვალინი, ნიკოლოზ ვერშინსკი, ლიუდმილა გერასიმენკო, შალვა გეთაშვილი, ვლადიმერ აბაზაძე, ავეტიკ ბეჟანიანცი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: ვაზგენ არუსტამიანი, ანდრეი ბიკოვჩენკო, ვლადიმერ კუბლაშვილი, ვიქტორ მიხაილოვი, ისააკ ანშელევიჩი, ნატალია ზასტროვი, ლეონიდ პოლტევი, რუბენ ტაიროვი, ა. პონომარევი, ო. ოსიროვი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: სერგეი ბუშინსკი, იოსებ მჭედლიძე, დავით ლიპარტია, ალექსანდრე ნეიმი, ლუსი სარქისოვი, ალექსანდრე ხვედელიძე, პ. თუმანიანცი, ე. ანდრიანოვა, ტ. სკორინი, ს. ტერ-აკოფიანი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ გიორგი შმიდტი, ალექსანდრე გიორგაძე, აბრაამ ბროკი, ირაკლი ძაგანია, ლეონიდ ბალუევი, გევორქ აზიზიანი, სოლომონ ბენოვიჩი, ალექსანდრე ბახუტოვი, შ. როსტომიანი, ლ. კაიშაური.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: სერგი მესხი, გიორგი ეგოროვი, თეოდორე ჩერნიკი, მარია მეზურნიანი, სევრიანე მუჯირი, ალექსანდრე მეგრელიძე, ნიკოლოზ პლოტნიკოვი, სერგო ცხომელიძე, სერგო მილოვი, ნადეჟდა ბალუნოვა-კუზმინა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ ივანე ჯინჭარაძე, ლევ პანფილოვი, გიორგი ტაბურჩინსკი, ვლადიმერ სულთანი, გიორგი როსტომიანცი, სერგო ნასიბოვი, ანდრია ოქროპირიძე.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იოსებ ცხვედაძემ, რომ გაეგზავნათ მისთვის სასწავლო წიგნები სოფელ კავთისხევში მცხოვრები მოზრდილი გლეხებისა და თავად-აზნაურებისათვის დასარიგებლად. გამგეობამ ცხვედაძეს გაუგზავნა 11 მანეთის წიგნები და ასევე გამოუწერა ჟურნალი „ჯეჯილი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე ხელთუბნის სკოლის პედაგოგმა თევდორე რაზიკაშვილმა წარმოადგინა სკოლის 1897 წლის შემოსავალ-გასვალის ანგარიში.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომაზე ბათუმის სკოლის პედაგოგმა ისიდორე რამიშვილმა წარმოადგინა სკოლის 1897 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, ეკატერინე გაბაშვილისა და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე წარმოადგინეს უდეს სახალხო ბიბლიოთეკის გასული წლის შემოსავალ-გასავლის და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა იმ წლის შემოსავალ-გასავლისა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, ეკატერინე გაბაშვილისა და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის 1897 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძემ თხოვნით მიმართა გამგეობას, დახმარებოდნენ რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში. გამგეობამ განაცხადა, რომ ხმათა უმრავლესობით განსვენებული ჩუბინაშვილის ლექსიკონი უცვლელად დაიბეჭდებოდა, ამ გადაწყვეტილების თანახმად ყიფშიძეს უარი განუცხადეს ჩუბინაშვილის ლექსიკონის გადაკეთებაზე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ, რომ მიეცათ თებერვლის ჯამაგირი. გამგეობამ თანხმობა განაცხადა, თან გააფრთხილა, რომ თუ სკოლაში დროულად არ გამოცხადდებოდა მოვალეობის შესასრულებლად, სამსახურიდან დაითხოვდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ეკატერინე გაბაშვილისა, ანასტასია წერეთლისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომაზე ალექსანდრე როინაშვილმა თხოვნით მიმართა გამგეობას, რომ მუზეუმში შესანახად დაეთმოთ თამარ მეფის დიდი პორტრეტი, რომლის ადგილი კანცელარიაში დასაკიდად არ მოიძებნებოდა. გამგეობამ როინაშვილს თანხმობა განუცხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა დავით კარიჭაშვილმა, რომ ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა კრებისთვის ეთხოვათ საზოგადოება გაეთავისუფლებინა იმ ქირისგან, რომელსაც ის ართმევდა ბიბლიოთეკის, წიგნსაცავის, კანცელარიისა და წიგნის მაღაზიის ბინაში. გამგეობამ განაცხადა, რომ შეუძლებლად მიაჩნდა, კომისია, რომელიც განაგებდა ქარვასლის საქმეს, დათანხმებოდა მათ წინადადებას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და ივანე გიორგის ძე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების დეკემბრის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.