რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიიდან ყოფაქცევაში გამოყოლილი ცუდი ნიშნის გამო სამსახურს ვერსად ვეღარ იწყებდა, ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. სტეფანე შაპოვალოვის შვილებსაც აღარ უტარებდა გაკვეთილებს და სრულიად უსახსროდ დარჩა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ მარტში მას სახლში ესტუმრა სემინარიის ინსპექტორი, რომელმაც ალექსი ფეოფილაქტეს ძე პისემსკის წიგნი „მეორმოცე წელთა მოღვაწეები“ და დღიური აღმოუჩინა. ისნპექტორს პისემსკის სახელმძღვანელო „Отечественныя Записки“ ეგონა, რის გამოც სემინარიიდან წასვლის განცხადების დაწერა აიძულეს და ყოფაქცევაში ცუდი ნიშანი დაუწერეს.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში 1885 წლამდე ცხოვრობდა. სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტისა და მის ნაცვლად 6 მანეთის დანიშვნის შემდეგ ცალკე საცხოვრებლად გადავიდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ვახტანგის ძე ბარათაშვილის მამულში ქვანახშირი აღმოაჩინეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე იაგორის ძე ფითოევი ივნისში ქუთაისში რამდენიმე წარმოდგენის გამართვას გეგმავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მალაქია ორმანიანი ოსმალეთიდან თბილისში ჩამოვიდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე ჩუდეცკი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე ვიცეგუბერნატორი იყო.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილი 18 წლის იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე იაგორის ძე ფითოევი რუსული თეატრის ანტერპრენიორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მალაქია ორმანიანი შესანიშნავი მქადაგებელი იყო. ვანქის ეკლესიაში მის ქადაგებას ბევრი ადამიანი დაესწრო, მათ შორის სომხების მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები მრავლად იყვნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მალაქია ორმანიანი ქალაქ ეჩმიაძინში მიემგზავრებოდა, რათა არზრუმის ეპისკოპოსად ეკურთხათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. პ. ფურცელაძეს არქეოლოგიური კვლევები დაგეგმილი ჰქონდა სიღნაღის მაზრის სოფელ ჭერამში და თელავის მაზრაში – გრემსა და ნეკრესში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არქეოლოგ დ. პ. ფურცელაძეს კახეთში აღმოჩენილი ძველი ნივთები შესამოწმებლად უნდა გადაეცა პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიისთვის, რომელიც მუზეუმებში შეინახავდა მათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიურმა კომისიამ დ. პ. ფურცელაძეს ძველი სასაფლაოებისა და კახეთის ქალაქების გამოკვლევა დაავალა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 მაისს ქუთაისის საოლქო სასამართლოში დანიშნული იყო ათინაიდა ნიჟარაძის საქმე. მას ბრალდებოდა თავისი მეუღლის ოტია ნიჟარაძის სახელით ყალბი ანდერძის შედგენა. ეს საქმე დაიწყო 1869 წელს, თუმცა ბრალდებულის ავადმყოფობის გამო გადაიდო. იგი სასამართლოში საკაციით უნდა მიეყვანათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 მაისს თბილისში არტილერიის ქუჩაზე მდებარე ძმები სტეფანოვების მაღაზია გაძარცვეს, გაიტანეს ავეჯი და 150 მანეთი. საქმეს პოლიციის 1-ელ განყოფილებაში იძიებდნენ.

