რეგისტრირებული ფაქტები89455
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ინჟინერმა კონრადიმ ბელგიაში შეკვეთილი წყლის მილები გამოაგზავნა და ბათუმიდან თბილისში მალე ჩამოვიდოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 აგვისტოს არტისტი იაკოვლევი და პიანისტი გენადი ყორღანოვი ბორჯომში ჩავიდნენ და 2-ჯერ გამართეს კონცერტი, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლ აგვისტოს ორშაბათს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა დაათვალიერა თბილისის ეპარქიალური სასწავლებელი და ალექსანდრეს ეკლესია.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლ აგვისტოს, ორშაბათს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა დაათვალიერა საჯარო წიგნსაცავი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლ აგვისტოს, ორშაბათს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა დაათვალიერა კავკასიის მუზეუმი დირექტორთან ერთად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ ნინო ანდრონიკაშვილს საპასუხო წერილით შეატყობინა, რომ შეეძლოთ გურასპაშვილი სახელმწიფო ხარჯით თბილისის სამეურნეო სკოლაში მიეღოთ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ ნინო ანდრონიკაშვილისგან მიიღო წერილი, რომლითაც ის სთხოვდა დახმარებოდა ვინმე გურასპაშვილს, რომ სახელმწიფო ხარჯით მიეღოთ სასწავლებელში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მმართველობის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მმართველობის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექიმმა რუტკოვსკიმ პოლიციასთან ერთად დუქნები შეამოწმა და გადაყარეს გაფუჭებული 6000-ზე მეტი საზამთრო, სამ ფუთამდე ლორი, ერთ ფუთამდე ძეხვი, ორ ფუთამდე დოში და ორი ფუთი თევზი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ალექსანდრეს ძე ჯორჯაძეს მირიმანოვის სახლიდან რკინიგზის სადგურამდე ტელეფონის ხაზის გაყვანა სურდა. იგი ღვინის საწყობებს ფლობდა სადგურზე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ჯორჯაძისა თბილისში ღვინის სარდაფს ფლობდა.

