რეგისტრირებული ფაქტები88402
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ სკოლებში საგნების რუსულად სწავლება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ქართული ენის მიმართ გულგრილი მოპყრობა უნდა დასრულებულიყო და გამგეობას საზოგადოების წესდების ის მუხლი უნდა მოეყვანა სისრულეში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო გამართულიყო მასწავლებლების კრება, სისტემატური კურსები, ექსკურსიები და სხვა. მისი აზრით, საჭირო იყო საქმის მოყვარული და ენერგიული ხალხი მიეღოთ საზოგადოების წევრებად, რომლებიც ინიციატივას გამოიჩენდნენ და ენერგიულად გაუძღვებოდნენ საქმეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კვლავ შემდეგი სხდომისთვის გადადო ვერა გლაშჩინსკის, ივანე ჯაჯანაშვილის, გრიგოლ ტატიშვილის, სოფიო ედილაშვილის, ელისაბედ მესხიშვილის, ლუბა ნაცვლიშვილის, ბარბარე ცინცაძისა და ილია თუხარელის თხოვნათა განხილვა ფოტოსახელოსნოს ხაზინადრის ახლად გათავისუფლებული ადგილის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განმარტა თუ რატომ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი ზოგიერთ სკოლაში რუსულ ენაზე. მან განაცხადა, რომ ზოგიერთი სკოლის მოხელეები წინააღმდეგობას უწევდნენ გამგეობის მიერ ქართულ ენაზე სწავლების მოთხოვნას და საზოგადოებას დახურვას უპირებდნენ. სწორედ სკოლების მოხელეების წინააღმდეგობა იყო მიზეზი ზოგიერთ სკოლაში რუსულ ენაზე სწავლებისა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ტიმოთე, მიხეილ, იაკობ და ალექსანდრე სვიმონის ძე ზედგენიძეების მიერ 100 მანეთის საზოგადოებისათვის შეწირვის საკითხი. თანხა წარმოდგენილი იყო საზოგადოების სალაროში. გადაწყდა, მადლობა გამოეცხადებინათ შემოწირულობისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ფოტოსახელოსნოს მართვის ინსტრუქცია. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ერთაწმინდის სამკითხველოს ათი მანეთის წიგნები და გაზეთები გადასცეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება მსახურებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1914 წლის ხარჯთაღრიცხვით მწერლების დასახმარებლად 240 მანეთი იყო გადადებული.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს სვიმონ ფერაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 20 მანეთი გადაიხადა, 1887 წლისთვის მას 40 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს აკაკი წერეთლის თხოვნა საპენსიო ფონდიდან 246. 69 მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს დიმიტრი ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 20 მანეთი გადაიხადა, 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს დავით სარაჯიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 20 მანეთი გადაიხადა, 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ალექსანდრე ფიფინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 20 მანეთი გადაიხადა, 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შალვა ანტონის ძე მიქელაძის მოხსენება ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილის ფონდიდან ბუნებისმეტყველების წიგნების გამოცემის შესახებ.

