რეგისტრირებული ფაქტები90095
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 აგვისტოს უწმინდესის სინოდის ობერპროკურორი კ. პ. პობედონოსცევი თბილისში ჩამოვიდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არხაროვი სასამართლოს ბოქაული იყო.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარაჯ პაპიევი გიორგი ქარსელაძის მკვლელობისთვის დააპატიმრეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან ჯანდიერი თონეთის მაზრის უფროსი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარაჯ პაპიევმა გიორგი ქარსელაძე დაჭრა და იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ქარსელაძემ სასამართლოს ბოქაული არხაროვი სარაჯ პაპიევის სახლში მიიყვანა ქონების აღსაწერად, რადგან პაპიევს მისი ფული მართებდა და არ უბრუნდებდა ვალს.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ ჯანდიერი კახეთში ერთ-ერთ მემამულესთან სტუმრობის დროს საქანელაზე ტრიალისას გადმოვარდა და გარდაიცვალა.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან ჯანდიერის შვილი სვიმონ ჯანდიერი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლორთქიფანიძე თბილისში ფლობდა დასასვენებელ დაწესებულება „ტრამვაის“, რომელშიც შესვლა მოქალაქეებისთვის 2 შაური ღირდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ი. ქართველიშვილი ძალიან შრომისმოყვარე და საქმის მცოდნე ადამიანი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ი. ქართველიშვილი საქალებო გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ურიათუბნის მამასახლისი იყო ალექსი როსტიაშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. პ. პობედონოსცევი იყო წმინდა სინოდის ობერპროკურორი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „მწყემსის“ ინფორმაცია, რომ კ. პ. პობედონოსცევი და ვლადიმერ კარლოსის ძე საბლერი თბილისიდან გელათის მონასტრის სანახავად მიემგზავრებოდნენ.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მათე დავითის ძე ხუროშვილს თბილისის ოლქის სასამართლომ მიუსაჯა სამ-ნახევარი წლით პატიმართა როტაში მუშაობა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ფოფონოვის გამძარცველები დააკავა ჯამასპოვმა.

