საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90095

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ფურცელაძემ სოფ. ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას წიგნი „ავაზაკნი“ აჩუქა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სეით გაბრიელის ძე გამრეკელი სოფ. ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრეპოლში გამართულ ჭიდაობაზე ყასაბოვთან და მის მომხრეებთან მომხდარი ჩხუბის მეორე დღეს ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილი ქალაქიდან ჩუმად გამოიპარა. ჩხუბის ორგანიზატორების წინააღმდეგ საჩივარი იყო შეტანილი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქ ალექსანდროპოლში ყოფნის დროს ყასაბოვმა თავის მომხრეებთან ერთად ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილს სახლში მიაკითხა საჩხუბრად, თუმცა მოჭიდავის სახლის პატრონმა კარი ჩაუკეტა მათ და არავის მისცა შესვლის უფლება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქ ალექსანდროპოლში გამართულ ჭიდაობაზე ყასაბოვმა თავის მომხრეებთან ერთად სკამები დაამტვრია. ისინი ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილს ხელკეტებით მისდევდნენ, პოლიცია ეცადა მათ დამშვიდებას, თუმცა უშედეგოდ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქ ალექსანდროპოლში გამართულ ჭიდაობაზე ყასაბოვმა თავისი გამოყვანილი მოჭიდავის დამარცხების გამო მომხრეებთან ერთად ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილის ცემა სცადა სცენაზე. მათ ჩხუბი დაიწყეს, თუმცა ყირიმელაშვილი შეუმჩნევლად გაერიდა სიტუაციას და სახლში გაიპარა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქ ალექსანდროპოლში გამართულ ჭიდაობაზე ყასაბოვმა ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილის წინააღმდეგ გამოიყვანა მოჭიდავე, რომელსაც სცენაზე თავის მომხრეებთან ერთად ამხნევებდა და თან ყირიმელაშვილს დასცინოდა, რის შემდეგაც გაბრაზებულმა ყირიმელაშვილმა მოწინააღმდეგე მთელი ძალით ძირს დაანარცხა და დაამარცხა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილმა ალექსანდროპოლში ორი ადგილობრივი ცნობილი მოჭიდავე დაამარცხა, რაზეც სომხები გაბრაზდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილი განთქმული მოჭიდავე იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გაზეთი „ახალი მიმოხილვა“ იუწყებოდა, რომ მოჭიდავე ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილი ქალაქ ალექსანდროპოლში ყოფილა და ორ-სამჯერ უჭიდავია.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიაშვილს ავლაბრის ეკლესიის სამრევლო სკოლის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვოდა.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ სოლომონ შოშიაშვილი მოხსენიებულია, როგორც შოშიევი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიაშვილი ავლაბრის ეკლესიაში მსახურობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 18 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ცხრატომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლის-ირლანდიის ურთიერობა“, ოცტომეულში – „ირლანდიის საკითხი და სალუსბერის სამინისტრო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისის ავლაბრის ეკლესიაში წმინდა მარინეს დღესასწაულზე სოლომონ შოშიევმა განაცხადა, რომ ავლაბრის ეკლესიის სამრევლო სკოლას არ ჰქონდა საშუალება ხარჯებს გასწვდომოდა და ამიტომ, მას მრევლი უნდა დახმარებოდა. ეს მათი მოვალეობა იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისს ავლაბრის ეკლესიაში წმინდა მარინეს დღესასწაულზე სოლომონ შოშიევმა ქალის ზნეობის შესახებ ისაუბრა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისს ავლაბრის ეკლესიაში წმინდა მარინეს დღესასწაულზე სოლომონ შოშიევმა წმინდანის შესახებ იქაგადა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივლისს ილია ჭავჭავაძე წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ტაძრის დღესასწაულს დაესწრო. წირვა ჩაატარა ალექსანდრე ეპისკოპოსმა, ხოლო წირვის შემდეგ მღვდელმა სოლომონ შოშიაშვილმა იქადაგა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 16 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი თბილისის გუბერნატორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 16 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 15 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის სამხედრო მინისტრი გენერალი ბულანჟე“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივლისს სამხედრო მინისტრი ივანოვსკი ამიერკავკასიის რკინიგზით ბორჯომში გაემგზავრა და იქიდან აბასთუმანში გეგმავდა წასვლას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „მესტვირის ჩივილი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 11 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 10 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „პასუხი ტურისტს“.