რეგისტრირებული ფაქტები91171
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჭის სასამართლოს ბოქაული იყო ალექსანდრე წულუკიძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქაიხოსრო გელოვანის წერილი, რომ რაჭის ბოქაულ ალექსანდრე წულუკიძესა და გელოვანს შორის ცილისწამების ბრალდების საქმე მოგვარებული იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 სექტემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ე. ა. შენინგი გაამართლა და მოუხსნა სახელწიფო ფულის მითვისების ბრალდება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერის“ ცნობით, ქაიხოსრო გელოვანი იყო გაზეთ „დროების“ კორესპონდენტი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე კლოვინიუსი იყო პოლიციელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კულენიჩოვი ჯარისკაცი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე წულუკიძე, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და ქაიხოსრო გელოვანი შეთანხმდნენ, გაარკვიეს ცილისწამებასთან დაკავშირებული გაუგებრობა და მომრიგებელ მოსამართლეს სასამართლო სხდომა გააუქმებინეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთ „დროების“ რედაქტორმა ქაიხოსრო გელოვანმა განაცხადა, რომ ალექსანდრე წულუკიძის შესახებ შეცდომით დაბეჭდა გაზეთში ინფორმაცია, რადგან შეცდომაში შეიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფრუსი კასპიისა და შავის ზღვის ნავთის მწარმოებელი საზოგადოების გამგეობის დირექტორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კასპიისა და შავის ზღვის ნავთის მწარმოებელი საზოგადოების გამგეობის დირექტორი ეფრუსი ბათუმში არ იყო და მის ნაცვლად დროებით ვან ფლიტი დანიშნეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალფონს ჯეიმს დე როტშილდის კასპიისა და შავი ზღვის ნავთის მწარმოებელი საზოგადოების გამგეობა პროექტის განხორციელებას ბათუმში იწყებდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 24 სექტემბერს არტემ ნაზაროვმა ჩხუბის დროს ახალქალაქის მაზრის მოქალაქე დაჭრა, რის გამოც დააკავეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 სექტემბერს პოლიციელმა პეტრე კლოვინიუსმა დააპატიმრა გაქცეული ჯარისკაცი ივანე კულენიჩოვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ნ. არასხანიანცი იყო ექიმი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამეგრელოს პოლკის პოდპორუჩიკი იყო ვლ. მ. ყორღანოვი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 სექტემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასი წარმოადგენდა ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამას „დამნაშავის ოჯახი“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, გ. ს. ალექსეევ-მესხიევი. დასაწყისი 8-ის ნახევარზე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 სექტემბერს არწუნისეულ თეატრში კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანის მონაწილეობით ქართული დრამატული საზოგადოების დასი წარმოადგენდა ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამას „დამნაშავის ოჯახი“.

